რა არის კლასტერული თავის ტკივილი?
ტერმინი „კლასტერული თავის ტკივილი“ ინგლისური სიტყვა “Cluster“-დან მომდინარეობს და ძლიერ ცალმხრივ ტკივილს ნიშნავს, რომელიც როგორც წესი ლოკალიზებულია საფეთქლის მიდამოში, თვალის უკან ან თვით თვალში. ტკივილი ზოგჯერ ისეთ სიძლიერეს აღწევს,რომ ადამიანი კარგავს რაიმეს კეთების უნარს. როგორც წესი, კლასტერული თავის ტკივილი ვლინდება შეტევების სახით (30 წუთიდან რამდენიმე საათამდე). ცალკეულ შემთხვევებში გამწვავების პერიოდები (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჰორტონის სინდრომი) ხშირდება შემოდგომით და გაზაფხულზე, ზოგჯერ დაკავშირებულია ამინდის ცვალებადობასთან.
კლასტერული თავის ტკივილის შეტევა ზოგჯერ იწყება ღამით და არ იძლევა ძილის საშუალებას. შესაძლოა თან ახლდეს კონიუნქტივის სიწითლე, ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება და „ცხვირის გაჭედვაც კი. მას შემდეგ, რაც ტკივილი გადის, წარმოიქმნება მოთენთილობის შეგრძნება, ზოგჯერ კი – დეპრესიული გაანწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი ტიპიურ ქალების დაავადებად ითვლება, კლასტერული თავის ტკივილი სამჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში. ამასთან ეს ურთიერთდამოკიდებულება შენარჩუნებულია ქვეყნებისა და კონტინენტის მიუხედავად.