ართროზი (ან ოსტეოართროზი) – ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების შიგნით ხრტილის დაშლას. ეს პათოლოგია ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თანაც ასაკთან ერთად, ართროზისადმი მიდრეკილება მატულობს, რის გამოც დაავადება უფრო ხშირია ხანდაზმულებში.
ართროზს ყოველთვის წინ უსწრებს მთელი რიგი ნიშნები, რომლებიც ავტომატურად „სვამენ“ ადამიანს რისკის ჯგუფში. ესენია:
1. სხეულის ჭარბი წონა – ართროზის გამომწვევი ძალიან ხშირი მოვლენაა. მძიმე წონის გავლენის ქვეშ, სისტემატურად ხდება სახსრების შეკუმშვა. ეს იწვევს იმას, რომ სახსრების ცალკეული ნაწილების შეერთების ადგილებში მდებარე ხრტილები, გამოიფიტება. შემდგომში, სახსარი კარგავს თავის მოქნილობას და სიმსუქნით დაავადებული უამრავი ადამიანი ცხოვრების ბოლო პერიოდში დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს კარგავს.
2. ძველი ტრავმები და ძლიერი ფიზიკური დატვირთვები – ართროზის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. ეს განსაკუთრებით ეხება სპორტსმენებს და ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან.
3. კლიმაქტერიული სინდრომის ფონზე წარმოქმნილი ენდოკრინული დარღვევები, მიკროელემენტების ნაკლებობა და ჰორმონალური დისბალანსი – ეს ყველაფერი ნეგატიურად ცვლის ჰომეოსტაზის მაჩვენებლებს, და ართროზის გამომწვევ მიზეზად იქცევა.
4. სახსრის ანთებითი/ინფექციური პროცესი ან მისი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა (ე.წ. დისპლაზია) ასევე იწვევს მის დესტრუქციას.
უფრო ხშირად ართროზი ადვილად აზიანებს მტევნის, ტერფის, კისრის და ხერხემლის წელის, მუხლებისა და მენჯის მიდამოს. ართროზის პირველი სიმპტომებია:
1. სახსრის ტკივილი. ართროზის განვითარების პირველ სტადიაზე ტკივილი ძლიერი არ არის. ის, როგორც წესი, გამოხატული ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება და სწრაფად გადის დასვენების შემდეგ. სწორედ ეს არის ირიბი მიზეზი იმისა, რომ პაციენტები დაუყოვნებლივ არ მიმართავენ ექიმს. დაავადების პროგრესირების პერიოდში, ტკივილი უკვე დასვენებულ მდგომარეობაშიც იჩენს თავს, ფიზიკური ზემოქმედების გარეშე. ზოგჯერ ტკივილი ისეთი გაუსაძლისი შეიძლება იყოს, რომ ადამიანი ვერც კი იძინებს.
2. სახსრების ტკაცუნი. აქვე უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია ართროზული სახსრის ტკაცუნი სხვა რამეში შეგეშალოთ, ის მშრალი და უხეშია. დაავადების განვითარების პროცესში, ტკაცუნი უფრო გამოხატული ხდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ხრტილი უფრო და უფრო იცვითება, რის გამოც სახსრის ზედაპირები უშუალოდ ერთმანეთს ეხახუნება.
3. სახსრების მოქნილობის შემცირება. დაავადების საწყის ეტაპზე ეს სიმპტომი ნაკლებად შესამჩნევია, და, როგორც წესი, ქრება, როგორც კი ადამიანი „გამოძრავდება“. მაგრამ დაავადების განვითარებასთან ერთად სახსრის მოქნილობის სერიოზული შეზღუდვა ხდება – მისი შესაძლო მოძრაობის ამპლიტუდა მინიმუმამდე მცირდება.
4. სახსრის დეფორმაცია. ადამიანს ემართება ართროზის მიშვებულ სტადიებზე, სახსარი მთლიანად იცვლის ფორმას.
ართროზი არის დაავადება, რომლის თანხლებით უამრავ ადამიანს უწევს ცხოვრება. მაგრამ ეს დაავადებაა და არა განაჩენი. სრულფასოვანი ცხოვრებით რომ ვიცხოვროთ, საკმარისია რიგი მარტივი წესების დაცვა:
1. რა თქმა უნდა, დიეტა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკაცრად უნდა შეზღუდოთ თავი. საკმარისია გამორიცხოთ ზედმეტი მარილი, შემწვარი და ცხარე საკვების ზედმეტობა. მნიშვნელოვანია, მინიმუმამდე შეამციროთ ყოველდღიურ რაციონში ორგანული მჟავების შემცველობა. ამგვარი საკვები აუარესებს სახსრების მდგომარეობას ჰომეოსტაზის მაჩვენებლების დარღვევის გამო.
2. თბილად ჩაიცვით. ეს განსაკუთრებით ეხება სეზონებს შუა პერიოდს (გაზაფხული, შემოდგომა), რომელსაც არასაიმედო დარი ახასიათებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მუდმივად იმყოფებით რისკის ჯგუფში. თქვენი სახსრები სწორედ ის ინდიკატორია, რომელიც ყველაზე პირველი რეაგირებს ამინდის ცვლილებებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლაზე. ამიტომაც ზედმეტად ნუ დააყენებთ თავს რისკის ქვეშ, უმნიშვნელო ორპირმა ქარმა შეიძლება ძლიერ იმოქმედოს თქვენს გუნებ-განწყობილებაზე.
3. „მოძრაობა სიცოცხლეა“. მაგრამ ყველაფერი ზომიერად. განსაკუთრებით ართროზის დროს. მკურნალ ექიმს შეუძლია ფიზიკური ვარჯიშების ისეთი კომპლექსის შედგენა, რომელიც სასარგებლო და აუცილებელი იქნება სახსრების მამოძრავებელი აქტივობის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით კარგია ცურვა, სპორტული სიარული, იოგა. მძიმე ფიზიკური დატვირთვა უკუნაჩვენებია.
4. სწორი პრეპარატები. ართროზის სამკურნალოდ, ექიმები ხშირად გვირჩევენ გველის შხამის საფუძველზე დამზადებულ მალამოებს, როგორიცაა „ვიპროსალი B®“. ეს პრეპარატი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: გველგესლას შხამი, ქაფური, სკიპიდარი და სალიცილის მჟავა. მათი კომბინაციის წყალობით, მალამო ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, და აღადგენს სახსრის დაზიანებული ქსოვილების სისხლით მომარაგებას. პრეპარატი არ შეიწოვება სისხლში, ესე იგი არ აქვს გვერდითი მოვლენები, რადგან იგი, არასტეროდული ანთების საწინააღმდეგო ტაბლეტირებული საშუალებებისგან განსხვავებით, ადგილობრივად გამოიყენება.
ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა თავისივე ხელშია. სწორად იკვებეთ, აკონტროლეთ საკუთარი წონა, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით. ართროზის ნიშნების გაჩენისას, მიმართეთ ექიმს, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტკივილის სიმპტომების მოხსნა, არამედ დაავადების მიზეზების აღმოფხვრა.