ყრუ ტკივილი კეფაზე, კისერზე, ზურგის ზედა ნაწილში თან სდევს უამრავ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე, ჯერ კიდევ სკოლის დროიდან ღრმა სიბერემდე. ამის ძირითადი მიზეზია – კისრის და ზურგის კუნთების ზედმეტი დაძაბულობა, რაც ზრდის სისხლძარღვების ტონუსს, იწვევს ქსოვილებში სისხლის მიწოდების დარღვევებს. როგორც წესი, ყრუ ტკივილი კისრის არეში მუდმივ დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით ოფისის მუშაკებში.
რატომ ხდება კუნთების ზედმეტი დაძაბვა?
კისრის ტკივილით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას საოფისე მუშაკები შეადგენენ. მიზეზი – კომპიუტერთან მუშაობისას კისრისა და მხრის სარტყელის ხანგრძლივი უმოძრაობა. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა კომპიუტერის მაგიდასთან სწორად დაჯდომის წესები ჯერ კიდევ სკოლის დროიდან დაივიწყა და, როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ დაარეგულირონ სავარძლის, მაგიდის სიმაღლე და მონიტორის დახრილობის კუთხე, თავად ხრიან თავებს უფრო ქვემოდ. დაძაბულობაში დიდი დროის გატარებისას, კუნთები იმახსოვრებენ ამ მდგომარეობას, სახსრები გადაიჭიმება და გასწორების შემთხვევაში იწვევენ დამახასიათებელ ტკივილს. ზოგიერთი არც ვარჯიშს უთმობს დროს და სახლშიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავის იგივე არაჯანსაღი დახრა, რითაც კიდევ უფრო აძლიერებენ ყრუ ტკივილებს.
რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაზე უარის თქმა აძლიერებს მტკივნეულ შეგრძნებებს, რადგან სპორტის დროს კუნთები მოძრაობს, სხვადასხვა მიმართულებით იჭიმება, შეგუბების და უმოძრაობის შედეგები მცირდება. სწორედ ამიტომ „ოფისის მუშაკის“ მრავალი დაავადება რეგულარული ფიზკულტურით იკურნება.
სწორ კვებაზე უარის თქმა მაღალკალორიული წახემსების, სწრაფი კვების და ტკბილეულის სასარგებლოდ, ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას. ხანგრძლივი უმოძრაობა წონის სწრაფ მომატებასა და კუნთების დისტროფიას უწყობს ხელს, ამიტომაც კისრის ყრუ ტკივილი მატულობს ზედმეტი კილოგრამების და სანტიმეტრების არსებობისას. გარდა ამისა, ზედმეტი წონა ნეგატიურ გავლენას ახდენს სისხლძარღვთა სისტემაზე, და კიდევ უფრო მეტად ართულებს კუნთების „სუნთქვას“.
კისრის კუნთების დაძაბულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია – შიში. პანიკური აზრები საკუთარი არასრულყოფილების, არასრულფასოვნების, შიში იმისა, რომ არ გაამართლონ ნდობა ან სხვა ადამიანების მოლოდინი, ადამიანს უბიძგებს ინსტინქტურად „დამალოს“ თავი მხრებში. თუ ასეთი აზრები ადამიანს ძალიან ხშირად აწუხებს, საჭიროა პროფესიონალური დახმარებისთვის მიმართვა – კისრის ტკივილის გარდა, მსგავსი განწყობა იწვევს ფსიქოსომატური ხასიათის უამრავ უსიამოვნო დაავადებას.
მოიშორეთ ტკივილი!
პრობლემის დადგენის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება: თუ მიზეზი ფსიქოლოგიურ განწყობაში მდგომარეობს – საჭიროა სპეციალურ ტრენინგებზე სიარული, თუ კვებაში – თანდათან უნდა შეიცვალოთ და გადახვიდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, შეარჩიოთ ორგანიზმისთვის სასარგებლო საკვები. ამასთანავე, ფიზიკური დატვირთვა ყველასათვის აუცილებელია, მიუხედავად ტკივილის მიზეზებისა. შეიძლება მცირედით დაწყება: კვირაში ერთხელ ხუთ წუთიანი ვარჯიშის გაკეთება, მონაცვლეობით, მარცხენა და მარჯვენა მხრის მიმართულებით, თავის ბრუნების შესრულება. როგორც კი ვარჯიში ჩვევად იქცევა, შეიძლება უფრო რთულ დონეზე გადასვლა – ცეკვა, აერობიკა, იოგა და სხვა სახის ფიზიკური ვარჯიში.
არ იქნება ურიგო ნევროლოგთან მიმართვაც: კუნთების ხანგრძლივმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, მაგალითად – ოსტეოქონდროზი.
რეგულარული დატვირთვების დროს ყრუ ტკივილი უფრო იშვიათი სტუმარი გახდება, რაღაც მომენტში კი ის საერთოდ დაგანებებთ თავს. ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამახურებელი მალამოები, მაგალითად, „კაპსიკამი®“. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ქაფური და სკიპიდარი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კუნთების და ქსოვილების ტროფიკას და დიდი ხნით ხსნის ტკივილის შეგრძნებას. გარდა ამისა, გამახურებელი მალამოს გამოყენება დაგეხმარებათ დაჭიმვების თავიდან აცილებაში, განსაკუთრებით ვარჯიშების პირველი კვირის განმავლობაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყრუ ტკივილი კისრის არეში – ორგანიზმის განგაშის სიგნალია. მაგრამ, თუ მტერს სახეზე იცნობ, შესაძლებელია დაავადების განვითარების შეჩერება და უსიამოვნო სიმპტომებისგან, რომლებიც სიცოცხლის ხარისხს აუარესებენ, თავის დაძლევა.