ზურგის ტკივილი – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მთელი პლანეტის მოსახლეობისთვის. თითოეულ ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, განუცდია ზურგის ტკივილი. სამწუხაროდ, ხერხემალი ისეა მოწყობილი, რომ ტრავმის, შესაბამისად კი ზურგის ტკივილის, თავიდან აცილება არავის შეუძლია. იგი შედგება 33 მყიფე მალისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ნახევრად მოძრავი ტიპის შეერთებით, მალთაშორისი დისკების მეშვეობით. დღესდღეობით, ზურგის დაავადებები დიდი პრობლემაა კაცობრიობისთვის. წლიდან წლამდე, ამ დაავადებათა ჯგუფი უფრო ახალგაზრდავდება, და იპყრობს ასაკობრივი ჯგუფების უფრო დიდ დიაპაზონს. ამის გამომწვევი მიზეზები ბევრია. ეს არის ცხოვრების მჯდომარე წესი, სხეული ზედმეტი წონა, ზურგის დაჭრის დარღვევები.
ხშირად ზურგის დაავადებები ვითარდება ადამიანთა ჯგუფებში, რომლებიც განიცდიან კალციუმის და მაგნიუმის ნაკლებობას – ორსული ქალები, მოხუცები და ბავშვები. სპორტსმენებს შორის ეს პათოლოგია ასევე არ არის იშვიათი, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური დატვირთვის დონე ხშირად ირაციონალურად მაღალია.
ტრავმებისა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გარდა, ზურგის დაავადებათა ხშირი მიზეზი სხვა ფაქტორებიც ხდება. ეს შეიძლება იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გულის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი, მცირე მენჯის ორგანოები, მალული ინფექციური პროცესები და ბევრი სხვა რამ.
აღსანიშნავია, რომ სხეული უცებ ტკივილით არ რეაგირებს. კიდურების შებოჭილობა, კიდურების დაბუჟება, სხეულის მცირე ტემპერატურა 37-37,5°C ინტერვალში, რომელიც არ ვარდება 3-5 დღის განმავლობაში – ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ზურგის დაავადებათა თერაპია აუცილებლად უნდა იყოს კომპლექსური. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც სასარგებლო იქნება მთელი ორგანიზმისთვის. დღეში 10 წუთის განმავლობაში მარტივი ვარჯიშების შესრულება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებენ მსგავსი პაციენტების მდგომარეობას. ნუ დაივიწყებთ კალციუმის და სხვა მაკრო და მიკროელემენტებით მდიდარ, სწორ კვებას.
უფრო და უფრო მეტ პოპულარობას ფიზიოთერაპიის მეთოდები იძენს. მასაჟი, რეფლექსოთერაპია, ნემსებით მკურნალობა, ლაზერული და ულტრაბგერითი თერაპია – ეს არის კომპლექსი, რომელსაც ექიმი ზურგის დაავადებებისას აუცილებლად ნიშნავს. სამკურნალწამლო პრეპარატები მსგავს დაავადებათა მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ვიტამინების კომპლექსთან ერთად, როგორც შიგნით, ისე ადგილობრივად – აუცილებელია. ფართო პოპულარობა მოიპოვა „კაპსიკამის®“ მალამომ, რომელიც შეიცავს 5 აქტიურ კომპონენტს, რომელთა მოქმედება მიმართულია კუნთების ტროფიკის გაუმჯობესებაზე, მალამოს გამოყენების ადგილას სისხლის მიმოქცევის მომატების ხარჯზე. გამახურებელი და მომადუნებელი ეფექტის გამო, მალამო ხშირად გამოიყენება დაჟეჟილობის, დაჭიმვების და სხვა დახურული ტრავმების დროს. მალამოს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განაპირობებს მის გამოყენებას ზურგის იმ დაავადებებთან ბრძოლაში, რომლებსაც თან ახლავს ანთების განვითარება შემაერთებელ ქსოვილში. პრეპარატი ხანმოკლე პერიოდით ისმევა კანზე, შემდეგ კი იწმინდება მზესუმზირის ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით.
უნდა გვახსოვდეს სპეციალისტთან კონსულტაციის გავლის აუცილებლობა, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დაავადების მიშვება, თვითმკურნალობის ჩატარება