თუ არსებობს ვინმე, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უგრძვნია წელის ტკივილი? შეიძლება მას ერთჯერად ხასიათიც ჰქონდეს, მაგალითად, ბაღ-ბოსტანში მუშაობის ან სიმძიმის აწევის შედეგად.
სამეცნიერო საზოგადოების მონაცემებით, 80%-ზე მეტ ადამიანს ერთხელ მაინც მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის ხერხემლის ქვედა არეში გამუდმებითი ან მწვავე ტკივილის გამო. სწორად შერჩეული თერაპიის შემთხვევაში, ამ უსიამოვნების დავიწყება მკურნალობის საშუალოდ 4 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. ხოლო 10-40% შემთხვევაში, ტკივილი ქრონიკულ ფორმაში გადადის და თან დაყვება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.
რა შეიძლება იყოს წელის ტკივილის სასხლეტი მექანიზმი? ნუთუ ამის მიზეზად ყოველთვის ჰიპოდინამია გვევლინება?
ხერხემლის ქვედა არეში ტკივილების ცალკეული შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოდინამიით, კერძოდ კი, ცხოვრების მჯდომარე წესით. საიდუმლო არ არის, რომ ოფისის მუშაკები მთელ დღეს კომპიუტერის ეკრანთან სტატიკურ მდგომარეობაში ატარებენ, სახლში მეტროთი ან მანქანით მიემგზავრებიან, საღამოს კი სპორტულ დარბაზში კი არა, არამედ ტელევიზორის ეკრანის წინ ატარებენ. საბჭოთა ფილმებში, რომლებიც გვიამბობს მოსამსახურეთა ცხოვრების შესახე, ნაჩვენებია სამუშაო ადგილზე „საწარმოო ვარჯიშის“ ჩატარების ტრადიცია. საწარმოს ყველა თანამშრომელი, დირექტორით დაწყებული – უბრალო მბეჭდავით დამთავრებული, – მხიარული მუსიკის თანხლებით მონაწილეობას ღებულობს ფიზკულტურულ პაუზაში. თანამედროვე ექიმები – ვერტებროლოგები, სინანულით აღნიშნავენ, რომ ახლა უკვე ასეთი ტრადიცია არ არსებობს, თუმცა, არსებობს ოფისები, სადაც თანამშრომლებზე ზრუნავენ: უდგამენ ჩოგბურთის მაგიდას, დგამენ ტრენაჟორებს ან უხდიან თანამშრომლებს ფიტნეს-კლუბის მომსახურების საფასურს. მაგრამ ეს ერთეულებია.
და, პირიქით, ცხოვრების მჯდომარე წესის საპირისპიროდ: დიდი ფიზიკური დატვირთვა, სააგარაკო სამუშაოები, მძიმე ჩანთები, არასწორად შერჩეული ვარჯიშების კომპლექსი, ასევე შეიძლება გახდეს წელის ძლიერი ტკივილების მიზეზი.
ტკივილის უროლოგიური და გინეკოლოგიური მიზეზები
წელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ხერხემლის პრობლემებით, არამედ გინეკოლოგიური და უროლოგიური ხასიათის პრობლემებით. უფრო ხშირად გინეკოლოგიური ტკივილები ხერხემლის წელისა და გავის ძვლის არეში შეიძლება იყოს საშვილოსნოს ნაკეცის ან დანამატების ქრონიკული ანთების სიმპტომი.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ წელის არეში ტკივილები შეიძლება იყოს უროლოგიური პრობლემების მანიშნებელი. გამუდმებით ტკივილი ამ არეში დამახასიათებელია მოდუნებულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესებისთვის. მათ მიეკუთვნება ქრონიკული პიელონეფრიტი, ავთვისებიანი სიმსივნეები. მწვავე ტკივილს შეიძლება ადგილი ჰქონდეს შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, ურეტერის ობსტრუქციით (დახშობა) თანხლებისას, მწვავე ნეფრიტის დროს.
ხერხემლის პათოლოგიები
თუმცა, სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, წელის არეში ტკივილზე ჩივილების 80%-ზე მეტი უშუალოდ ხერხემლის პათოლოგიას უკავშირდება: ოსტეოქონდროზი, ართროზი, რევმატიზმი, რადიკულიტი, ლუმბაგო, ნევრალგია…
პირველი ადგილი ამ უბედურებათა შორის ოსტეოქონდროზს უკავია. დღეის მდგომარეობით, მან მნიშვნელოვანი „გაახალგაზრდავება“ განიცადა – თუ ადრე ეს დიაგნოზი ხანდაზმულ ადამიანებთან ასოცირდებოდა, ახლა ოსტეოქონდროზის დიაგნოზი 30 წლის პაციენტებში ისმევა! ახლა, არა მხოლოდ მოხუცი ბებიები დადიან წელზე თბილი მატყლით შემოხვეული, არამედ ახალგაზრდები დგანან აფთიაქის რიგში „ზურგის“ ტაბლეტების შესაძენად. წამლების ასორტიმენტი უზარმაზარია, მაგრამ როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს?
რა თქმა უნდა, აუცილებელია მივმართოთ ექიმს, რომელიც დაადგენს ზურგის ტკივილების მიზეზს და დაგეგმავს მკურნალობის სქემას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ თვითმკურნალობას. თუ ტკივილი უკავშირდება ხერხემლის პათოლოგიას, გამოცდილი ექიმი რენტგენოლოგიურ დიაგნოსტიკაზე ან წელის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე გაგიშვებთ. გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იგი გამოგიწერთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, დანიშნავს ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, რჩევებს მოგცემთ იმაზე, თუ რა უნდა შეიზღუდოს, გაგაგზავნით მასაჟზე ან მანუალურ თერაპიაზე.
როგორც წესი, ეფექტურია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. ისინი უზრუნველყოფენ გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. თუმცა, ამ პრეპარატებს უამრავი გვერდითი ეფექტი და უკუჩვენება გააჩნია, ამიტომ საჭიროა მათ მიმართ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა, მათი მიღება ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში არანაკლებ ეფექტურია ლოკალური თერაპია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, ანუ გარეგანი საშუალებების გამოყენება – გელი და მალამოები, რომლებიც მხოლოდ მტკივნეულ ადგილებზე მოქმედებს და არა მთლიანად ორგანიზმზე. რადიკულიტით, ოსტეოქონდროზით ან ნევრალგიით გამოწვეული წელის ტკივილების დროს განსაკუთრებით კარგი რეკომენდაციით სარგებლობს გველის შხამის შემცველი მალამოები. მაგალითად, ადგილობრივი გამაღიზიანებელი მალამო „ვიპროსალი В®“. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი გველგესლას შხამი და ქაფური ტკივილს აყუჩებს, სალიცილის მჟავა და სკიპიდარი ანტისეპტიკის როლს თამაშობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრეპარატი აღიზიანებს კანის ზედაპირისა და კანქვეშა უჯრედისის მგრძნობიარე რეცეპტორებს, აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს უჯრედულ კვებას, ხოლო საბოლოო ჯამში, ხსნის ანთებასა და ტკივილს.
თუ წელი გტკივათ, დახრა გიჭირთ, ვერ ატარებთ მხარზე ჩანთას, დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და დგომა გიჭირთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან ზურგის ბანალური ტკივილი შეიძლება იყოს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე სერიოზული პრობლემების მანიშნებელი. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.