საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, ადამიანის დაავადებებს შორის, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. სტატისტიკური მონაცემებით, მუხლის სახსრის ართროზს (გონართროზი) მეორე ადგილი უკავია, დანარჩენ ართროზთა სიაში. გონარტროზის წილობრივი მაჩვენებელი, მუხლის დაავადებათა მთლიანი რიცხვის ნახევარზე მეტს შეადგენს.
გონარტროზი არის მუხლის სახსრის ყველა ფუნქციური ელემენტების პათოლოგიური ცვლილება, რომელიც იწვევს სასახსრე ზედაპირის ხრტილების დეგენერაციას, სახსრის ფორმის პათოლოგიურ ცვლილებას და მისი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას. მუხლის სახსრის ართროზი უფრო ხშირად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ, ამასთან, ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან ამ დაავადების მსხვერპლნი. სამწუხაროდ, ნაცნობია ეს დაავადება სპორტსმენებისთვისაც, ზოგიერთი მათგანი იძულებულია ნაადრევად დაასრულოს სპორტული კარიერა, გონართროზის მძიმე მიმდინარეობის გამო.
ვითარდება გონართროზი თანდათანობით. პირველი ცვლილება, რომელიც ხდება ავადმყოფი ადამიანის ორგანიზმში, მოლეკულურ დონეზე ხდება, 20-25 წლის ასაკში, ამიტომაც ამ მარკერების აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია. შემდგომ, ეს დარღვევები ანატომიურ-ფუნქციურ ცვლილებებს იწვევს, რის შემდეგაც პაციენტი სპეციალისტებს მიმართავს.
მათ შორის ყველაზე გამოხატული სიმპტომია – დილის ტკივილები სახსრის სიღრმეში, რომელიც შუადღისას ქრება, „გავლა-გამოვლისა“ და მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულების შემდეგ. დაავადებას თან ახლავს მუხლის სახსრების შეშუპება, ასევე დამახასიათებელი „ტკაცუნი“ (პრეციპიტაცია), რომელიც სიარულს თან ახლავს.
უნდა აღინიშნოს, რომ მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს გონართროზის განვითარებას, ბოლომდე შესწავლილი არ არის. დღეისათვის არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც განმარტავს იმას, თუ რა არის ამ დაავადების განვითარების სასხლეტი მექანიზმი:
1. გენეტიკური მიდრეკილება. ზოგიერთ პაციენტს დაუდგინდა გენის დეფექტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ხრტილის ქსოვილის განვითარებასა და წარმოქმნაზე. ამ პაციენტების ხრტილის ქსოვილი არასრულყოფილია და ტრავმული ფაქტორების მიმართ ნაკლებად მედეგია.
2. მომატებული ფიზიკური დატვირთვა მუხლის სახსრებზე და ტრავმები. ეს მოვლენები დამახასიათებელია, ძირითადად, სპორტსმენებისთვის და მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანებისათვის.
3. სხეულის ჭარბი წონა. სიმსუქნე ხელს უწყობს მრავალი დაავადების განვითარებას. გონართროზი გამონაკლისი არ არის. მუხლის სახსრებზე ძლიერი ყოველდღიური დატვირთვა სხეულის მასის მხრიდან იწვევს დისტროფიული პროცესების განვითარებას და ხრტილის ქსოვილის დაზიანებას, ხოლო დაავადების პროგრესირებისას – სრულ გაქრობას და მის ქვეშ არსებული ძვლის გაშიშვლებას.
4. კრისტალების („მარილების“) სახსარშიდა დაგროვება. ეს ფაქტორი ასევე ხშირად აღენიშნება გონართროზის მქონე პაციენტებს. საუბარია სახსრის ქსოვილებზე შარდმჟავას კრისტალების (ურატების) დაგროვებაზე, რომლებიც ასევე ნიკრისის ქარის მიზეზს წარმოადგენენ.
მკურნალობის საკმაოდ ეფექტური და გავრცელებული მეთოდია შიდა მოხმარებისთვის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც ტკივილს ამსუბუქებენ და შეშუპებას ხსნიან. სამწუხაროდ, ამ ჯგუფის პრეპარატებს მთელი რიგი სერიოზული გვერდითი ეფექტი აქვს, მაგ., კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები, რაც განაპირობებს მსგავსი თერაპიის შეზღუდულ გამოყენებას.
ამრიგად, ცხადია გონართროზის მკურნალობისათვის ეფექტური სხვა საშუალებების შექმნის აუცილებლობა. რა თქმა უნდა, არსებობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გარეგანი სამკურნალწამლო ფორმები, მაგრამ მათ უფრო მეტად სიმპტომატური ეფექტი აქვთ, და ნაკლებად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი. ამასთან, ასეთი პრეპარატები გავლენას არ ახდენენ დაავადების მიმდინარეობაზე. სწორედ ამიტომაც, ექიმები უფრო მეტად უპირატესობას კრემებსა და მალამოებს ანიჭებენ, რომლების დამზადებულია, უძველესი დროიდან თავისი სამკურნალო თვისებებით გამორჩეული, გველის შხამის საფუძველზე. მაგალითად, მალამო „ვიპროსალი B®“ შეიცავს გველგესლას შხამს და ქაფურს, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურად ხსნიან ტკივილს, არამედ ანელებენ დაზიანებულ სახსარში ანთებითი პროცესების განვითარებას. სკიპიდარი და სალიცილის მჟავა აუმჯობესებენ სისხლის მიწოდებას და ანთებული სახსრის ტროფიკას, აგრეთვე ანტისეპტიკის სახით გამოდიან. ადგილობრივად გამოსაყენებელი მალამოების ოთხივე კომპონენტის ერთობლივი მოქმედება ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას და ანელებს დაავადების პროგრესირებას.