თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა ჩივილები თავის ტკივილებზე ხშირად დაცინვის საგანს წარმოადგენს, თუმცა გიოტებორგის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ქალები მამაკაცებზე უფრო ხშირად განიცდიან თავის ტკივილს. ძირითადი მიზეზი არის კისრის კუნთების სპაზმი, რომელიც გამოწვეულია სტრესული სიტუაციებით.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ახალგაზრდა ქალები უფრო მეტად განიცდიან სტრესს: შეუსაბამობის შიში, მოლოდინის მკაცრი ჩარჩოები, საყვარელი ადამიანების გამო შფოთვა, მაღალი ემოციურობით გამოწვეული მღელვარება. თითოეული სტრესული სიტუაცია იწვევს კისრის და მხრების კუნთების დაძაბვას, იწვევს სიმძიმის, ტკივილის შეგრძნებას, ზოგჯერ ნერვების ჩაჭყლეტას ხერხემლის კისრის არეში. კომპიუტერთან მუშაობა უფრო მეტად აღრმავებს პრობლემას, და იწვევს ოსტეოქონდროზის გამწვავებას, მალების გადაადგილებას, შაკიკს.
თავის ტკივილი ამ შემთხვევებში ქსოვილებში არასაკმარისი სისხლის მიწოდების გამო ჩნდება. ზოგჯერ მდგომარეობას თან ახლავს თავბრუსხვევა, ხმაური ან შუილი ყურებში, დაბუჟების გრძნობა. ხშირად ქალები ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს მიმართავენ. ამასთან, ტკივილის სიმწვავე მცირდება, მაგრამ ხშირად პაციენტები აღნიშნავენ, რომ ტაბლეტების მიღების შემდეგ უფრო მეტად მატულობს დაღლილობა, გაფანტულობა და თავბრუსხვევა.
კისრის კუნთების სპაზმით გამოწვეული თავის ტკივილის მოსახსნელად, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი საკმარისი არ არის – მიზეზი უნდა აღმოიფხვრას. ამისათვის მნიშვნელოვანია თერაპევტთან და ნევროლოგთან დროული ვიზიტი: ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის ფიზიკური დაზიანებები, მიკროელემენტების ნაკლებობა და სხეულის ზოგადი ინტოქსიკაციაც. სხეულის პოტენციურად საშიში მდგომარეობების გამორიცხვის შემდეგ, ექიმი ნიშნავს საჭირო მკურნალობას.
ხშირად, პაციენტებს ურჩევენ საკმარის ძილს, კუნთების გაძლიერებას სპეციალური ვარჯიშების დახმარებით და ვიტამინების მიღებას. სპაზმის მოსახსნელად, როგორც წესი, ინიშნება გამახირებელი და ანთების საწინააღმდეგო მალამოები, მაგალითად, „კაპსიკამი®“. მალამოს გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთში პაციენტი აღნიშნავენ „წვის“ შეგრძნებას – კუნთების და კანის ტემპერატურა მატულობს, სისხლის მიმოქცევა ძლიერდება, სპაზმი თანდათანობით იკლებს. მალამოს გამოყენების შემდეგ 30-40 წუთში, კუნთები მოდუნდება და გაუტკივარების ეფექტი 6-8 საათის განმავლობაში გრძელდება. მალამოს ნარჩენი, რომელიც კანში არ შეიწოვება, მოსაცილებელია ცხიმიანი კრემით ან ზეთით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით, მაგრამ არა წყლით – წყალი მხოლოდ წვის შეგრძნებას აძლიერებს.
სპაზმის მოხსნის შემდეგ ქალების უმრავლესობა ძალების მოზღვავებას გრძნობს: თავის ტკივილი გაივლის, ყურადღება მახვილდება და მუშაობის უნარი მატულობს. დაძაბულობის მოსახსნელად მალამოს გამოყენება შეიძლება ორჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ძალების სრულ აღსადგენად, ქალებს ასევე ურჩევენ ხერხემლის მკერდ-კისრის ნაწილის მასაჟის რამდენიმე სეანსს, რათა სრულად აღდგეს სისხლის მიმოქცევა. თუ სტრესული სიტუაციები ძალიან ხშირად მეორდება, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს. ზოგჯერ 2-3 სეანსის გავლა საკმარისია სტრესის დონის მნიშვნელოვანად შემცირებისთვის და სიმსუბუქისა და სილამაზის – ბედნიერი და ჯანმრთელი ქალის თანამგზავრების, – დასაბრუნებლად!