ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველა დაავადება ნერვების გამოა. ყველა თუ არა, მათი დიდი ნაწილი მაინც. მაგალითად, ტკივილი კისრის და მხრის სარტყელის არეში, რომლებიც ძალიან ხშირად ქრონიკული სტრესების, ემოციური დაძაბულობის, შფოთვის და აშლილობის შედეგია.
ჩვენი კისერი და ბეჭები ორგანიზმის დაძაბულობის დონის მაჩვენებლის თავისებური ინდიკატორია. და ეს გასაკვირი არ არის! სწორედ კისრის არეშია მნიშვნელოვანი ნერვების წნური, მათ შორის დამატებითი ნერვი, რომელიც აქტიურად მუშაობს სტრესის დროს. მძიმე სამსახურის, გადაღლილობის, შიშის და შფოთვის დროს, ჩვენ ქვეცნობიერად ზემოთ ვწევთ თავს და მხრებს, – დაჯგუფებას ვახდენთ საფრთხისგან თავის დასაცავად. ქრონიკული პრობლემების და ნერვიულობის დროს, კუნთების მუდმივი დაძაბვა ხდება, რომლებიც დროთა განმავლობაში ელასტიურობას კარგავს და მოსვენებულ მდგომარეობაშიც ხისტი რჩება. ისინი აწვება ნერვებსა და სისხლძარღვებს, ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და ქსოვილების კვებას. ასე ჩნდება დისკომფორტი, შემდეგ კი ტკივილი.
არასასიამოვნო სიმპტომების გაჩენისას, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად ექიმთან მიმართვა, ის დიაგნოსტიკას ჩაატარებს, რომ გამორიცხოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, ხერხემლის თიაქარი ან მალების პროტრუზია, და შეგირჩევთ მკურნალობას.
სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი თვითმკურნალობას იწყებს და აქტიურად იყენებს მალამოებს, აბებს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ხალხურ მედიცინასაც. რის შედეგადაც ისინი ექიმთან უკვე სერიოზული პრობლემებით მოდიან (თავის ტკივილი, შაკიკი, მხედველობის დარღვევები, ზურგის ტვინის ნერვების მიჭყლეტა და ა.შ.). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები საკუთარ ჯანმრთელობაზე და დროულად მიმართოთ დახმარებისთვის კომპეტენტურ სპეციალისტს.
პირველი, რასაც ამ სიტუაციაში ექიმი ნიშნავს, რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებია. ხშირ შემთხვევაში, არჩევანი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე კეთდება. დიახ, ეს პრეპარატები საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ამასთანავე მთელი რიგი უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები გააჩნიათ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.
სწორედ ამიტომ, კისრისა და მხრის არეში ტკივილის შემთხვევაში შეიძლება სხვა გზით წავიდეთ და ყურადღება მივაქციოთ არანაკლებ ეფექტურ, მაგრამ, ამავდროულად, უსაფრთხო კომბინირებულ პრეპარატებს, მაგალითად, „კაპსკამის®“ მალამო. პრეპარატის შემადგენლობაში 5 აქტიური ნივთიერება შედის, რომლებიც აუმჯობესებს კუნთების კვებასა და სისხლით მომარაგებას, პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მალამო კანზე აპლიკატორის დახმარებით ისმევა, რომელიც კომპლექტში შედის, და 8 საათის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ახდენს. პრეპარატის მოცილება რეკომენდებულია მცენარეული ზეთით დასველებული ბამბის ტამპონით. წყლით ჩამობანა არ შეიძლება, წყალი მხოლოდ გახურების ეფექტს და წვას გააძლიერებს.
მედიკამენტების გამოყენების გარდა, კისრის დისკომფორტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშს. მხოლოდ რამდენიმე წუთიანი მარტივი ვარჯიში 2-3 ჯერ დღეში და შეგიძლიათ დაივიწყოთ კუნთების დაძაბულობა! რეკომენდებულია მხრებიდან დაწყება: ნელი ჩასუნთქვით მხრები ზევით აწიეთ, გაჩერდით მაქსიმალურ წერტილში და ამოისუნთქეთ. შემდეგ, ძალისხმევით, მხრები ქვემოთ ჩამოწიეთ და 5 წამით გაშეშდით ამ მდგომარეობაში. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ამის შემდეგ გაიმეოროთ მხრების აწევა, მაგრამ მხოლოდ დიაგონალზე: მარჯვენა მხარი ზემოთ იწევს, მარცხენა – ქვემოთ და პირიქით. კისრის მოსადუნებელად, სკამზე დამჯდარი, ხელები შეაერთეთ თავის უკან და ჩასუნთქვის დროს კეფით მიაწექით ხელისგულებს, ამოსუნთქვის დროს კი ნიკაპით გულმკერდს.
გარდა ვარჯიშისა, ძალიან მნიშვნელოვანია მასაჟის კურსების ჩატარება, რომელიც ხსნის დაძაბულობას, ასვენებს კუნთებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრესთან ბრძოლა: ჯგუფური ან ინდივიდუალური სეანსები ფსიქოლოგთან, დამამშვიდებელი პრეპარატები, აბაზანები ლავანდის ან სალბის არომაზეთებით, ფეხით გასეირნება სუფთა ჰაერზე ან მეგობრებთან შეხვედრები.
მაშასადამე, კისრის ტკივილი უხილავი თანამგზავრია თანამედროვე ადამიანისა, რომელიც სტრესსა და ცხოვრების სწრაფ დინებას ებრძვის. თუმცა, პროფილაქტიკის მარტივი მეთოდების და მკურნალობაში ეფექტური პრეპარატების გამოყენებისას, შესაძლებელია არასასიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლება და მხრების თავისუფლად გამართვა.