სამწუხაროდ, ხერხემლისა და სახსრების ტკივილი – საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა კაცობრიობისთვის. აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა საფრთხის მატარებელია ეს დაავადებები და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან.
ამ დაავადებათა გაჩენას, თანაბარი ოდენობით, ხელს უწყობს როგორც მაღალი ფიზიკური დატვირთვები, ასევე უმოძრაო ცხოვრების წესი. ხშირად, ეს დაავადება აწუხებს ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, ასევე ახალნამშობიარევ დედებს, რომლებიც დროებით განიცდიან კალციუმის ნაკლებობას. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, კერძოდ, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მდგომარეობას, ხანდაზმულ ადამიანებმა უნდა მიაქციონ. ადამიანები, რომლებსაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ, ასევე მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმი დაუყოვნებლივ არ რეაგირებს მწვავე ტკივილით. თავდაპირველად საგანგაშოა კიდურების დაბუჟება ღამით ან დილაობით, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილის და შებოჭილობის შეგრძნება მუშაობის და მშვიდად ყოფნის დროს. მსგავსი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მოვლენების იგნორირება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სახსრების მოძრაობის უნარის მკვეთრი შეზღუდვა მოხდეს, რაც შეიძლება შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვამდეც მივიდეს.
სახსრების დაავადებები ხშირად შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ორგანოების პათოლოგიებით, რომლებსაც, ერთი შეხედვით, მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მაგალითად, მეტაბოლიზმის დარღვევები, ფარული ინფექციების არსებობა, ანთებითი პროცესები, გულის, ღვიძლის დაავადებები. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დადგინდეს დაავადების ძირეული მიზეზი. ისტორიას გააჩნია არაერთი მაგალითი იმისა, როდესაც დაავადების არასწორად დადგენილი ძირეული მიზეზები, პაციენტებისთვის სავალალო შედეგის მომტანი გახდა. კერძოდ, ცნობილ მხატვარს, რენუარს, რევმატოიდული ართრიტი აწუხებდა. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში იგი მკურნალობდა ანტიპირინით და სასაქმებლებით, რადგან სპეციალისტები სწორად ვერ ახერხებდნენ დიაგნოზის დასმას.
მკურნალობა აუცილებლად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. გამოყენებულ უნდა იქნას ფიზიოთერაპიის მეთოდები, როგორიცაა ელექტროფორეზი, კანზედა ლაზერი, ულტრაბგერა, მაგნიტო-თერაპია, აკუპუნქტურა. სავალდებულოა, ამ შემთხვევაში, ეფექტური სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენება, როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის. ამ უკანასკნელებს შორის ფართო პოპულარობა მოიპოვა „კაპსიკამის®“ მალამომ, რომლის შემადგენლობაში 5 აქტიური კომპონენტი შედის, რომელთა მოქმედება მიზნად ისახავს კუნთების ტროფიკის გაუმჯობესებას, მალამოს გამოყენების არეალში სისხლის მიმოქცევის მომატების ხარჯზე. შემთბობი და მომადუნებელი ეფექტის წყალობით, მალამო ხშირად გამოიყენება დაჟეჟილობის, დაჭიმვების და სხვა დახურული დაზიანებების დროს. მალამოს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განაპირობებს მის გამოყენებას იმ დაავადებათა მიმართ, რომლებსაც თან ახლავს ანთებითი პროცესის განვითარება. პრეპარატი ხანმოკლე პერიოდით ისმევა კანზე, რის შემდეგაც იწმინდება მზესუმზირის ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ველოსიპედით სიარული – ეს ყველაფერი ასევე ამცირებს სახსრების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა რისკს ზოგადად, და წარმოადგენს მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომის განუყოფელ ნაწილს.
გახსოვდეთ, რომ დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ისეთი საშუალების ეფექტურობა, როგორიცაა პროფილაქტიკა.