სახსრების ჯანმრთელობა – სიცოცხლის მაღალი ხარისხის გარანტიაა, რადგან მოძრაობის თავისუფლება აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისათვის.
სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, ადამიანთა უმეტესობა იგებს, თუ რა არის სახსრების ტკივილი, სახსრების ჭრაჭუნი და მათი მოქნილობის დარღვევა. ამისათვის ბევრი მიზეზი არსებობს – პირველ რიგში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე. ესენია ჰიპოთერმია, ტრავმები, ანთება.
თუმცა, დიდი მნიშვნელობა სახსრების დაავადების პრევენციაში აქვს ცხოვრების წესს – სწორი კვება, საკმარისი ფიზიკური აქტივობა, სხეულის ნორმალური მასა. ეს პრინციპები უნდა იყოს დაცული როგორც ჯანმრთელი ადამიანების მიერ, ასევე მათ მიერ, ვისაც უკვე აწუხებს სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები.
რა სახის დიეტაა ნაჩვენები სახსრების დაავადების დროს? უპირველესყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა სერიოზულ დატვირთვას წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის.
აქედან გამომდინარე, სახსრების დაავადებების დროს კვების სისტემას ყოველთვის საფუძვლად უდევს დიეტოლოგიის სამი ძირითადი პრინციპი – ენერგეტიკული ბალანსი, დაბალანსებული რაციონი და კვების რეჟიმი. ამ მარტივი წესების დაცვით, შესაძლებელია არა მხოლოდ წონის მომატების თავიდან აცილება, არამედ, პირიქით, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება.
უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს პრინციპები:
1. ენერგეტიკული ბალანსი – ეს პრინციპი გვიხმობს, რომ მოხმარებული კალორიების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ ხარჯვას. ეს მიიღწევა კვების დღე-ღამის კალორიულობის შეზღუდვით და ფიზიკური აქტივობის სწორი რეჟიმის შემუშავებით.
2. დაბალანსებული რაციონი – კვების რაციონში მიკრო- და მაკრონუტრიენტების სწორი პროპორცია.
3. კვების რეჟიმი – საკვების მიღების გრაფიკის დაცვა. ყველაზე ოპტიმალურია საკვების ხშირი (5-7 ჯერ დღეში) მიღება, მაგრამ მცირე პორციებით.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტი წონა არ არის ერთადერთი უარყოფითი ფაქტორი სახსრების დაავადებებისთვის. უნდა შეიზღუდოს ცხარე და მარილიანი კერძები, მაგარი ჩაი და ყავა, შაქარი, ციტრუსის წვენი, ხორცეული. არ არის რეკომენდებული ასევე უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული ნაწარმი.
სახსრების დაავადების მქონე ადამიანის რაციონი უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით წყალს (1,5-2 ლიტრი დღეში), ფოსფორსა და კალციუმს (თევზი და ზღვის პროდუქტები). არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ სახსრებზე დადებით გავლენას რძის პროდუქტები ახდენს, ისევე როგორც ბროწეული და ბროწეულის წვენი. პურისა და მაკარონის არჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უხეშად დაფქული ფქვილის და მაგარი ხორბლის ჯიშებიდან დამზადებულ ნაწარმს.
სამწუხაროდ, მხოლოდ დიეტა მთლიანად ვერ აღმოფხვრის სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს. უმეტეს შემთხვევაში გვიწევს მივმართოთ წამლების დახმარებას. ყველაზე პოპულარული ამ დროს არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ისინი მაღალ-ეფექტურია, მაგრამ მრავალი გვერდითი ეფექტი გააჩნიათ – კერძოდ, ნეგატიური გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით კი, სისტემატური მიღების დროს. ამგვარი არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად, უფრო ხშირად ინიშნება ამ პრეპარატების არა ტაბლეტირებული ფორმები, არამედ მათ საფუძველზე დამზადებული მალამოები. ისინი გარკვეულწილად ხსნიან ტკივილს, მაგრამ მათი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი საკმარისად არ არის გამოხატული.
აქედან გამომდინარე, ექიმების განსაკუთრებული ყურადღება ამ ბოლო დროს ექცევა ადგილობრივი გამაღიზიანებელი ეფექტის მქონე მალამოებს, რომელთა ძირითადი კომპონენტია გველის შხამი. როგორიცაა, მაგალითად, „ვიპროსალი B®“, რომელიც შეიცავს გველგესლას შხამს, ქაფურს, სკიპიდარს და სალიცილის მჟავას. ამ პრეპარატს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სახსრებში, და ხელს უწყობს დაავადების სწრაფ დამარცხებას.
მაშასადამე, სახსრების პრობლემების დროს, უნდა გადიახედოს რაციონი და გამოირიცხოს მთელი რიგი პროდუქტი. დიეტა ხელს უწყობს არა მხოლოდ გამწვავებების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირებას, არამედ სახსრებზე დატვირთვის შემცირებას, წონის შემცირების ხარჯზე. სწორი კვება, თანამედროვე მკურნალობასთან ერთად, მათ შორის გველის შხამის საფუძველზე დამზადებული პრეპარატებით, – სწრაფი გამოჯანმრთელების გარანტიაა.