ცხოვრება – მოძრაობაა, ხოლო სრულყოფილად გადაადგილების უნარი პირდაპირ დამოკიდებულია სახსრების ჯანმრთელობაზე. სახსრების ჯამრთელობის დიდი ხნით შესანარჩუნებლად, აუცილებელია მათ ახალგაზრდობიდან გავუფრთხილდეთ. გვახსოვდეთ, რომ სტატისტიკის თანახმად, სახსრების დაავადებათა 50%-ზე მეტი შემთხვევა ინვალიდობით მთავრდება.
რა არ უყვარს ჩვენს სახსრებს?
• სიცივე. ცივ და ცხელ სეზონებს შორის ნესტიანობას და დაბალ ტემპერატურებს შეუძლია გამოიწვიოს სახსრების ანთება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში;
• არასაკმარისი ან გადამეტებული მოძრაობა. მჯდომარე ცხოვრების წესი და, პირიქით, ჰიპერდინამია, სპორტის დარტყმითი სახეობები ანადგურებენ სახსრებს, და იწვევენ მათ დაავადებებს;
• ტრავმები. უმნიშვნელო ტრავმებსაც კი – დაჟეჟილობას და დაჭიმვას, შეუძლია გამოიწვიოს სახსრების დისფუნქცია. ხოლო საუბარი იმაზე, თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნაღრძობს და მოტეხილობებს, ზედმეტია;
• არასწორი კვება. ფასტ-ფუდი, შებოლილი ხორცი, ცხიმიანი საკვები, მწნილები – სახსრების მტრებია;
• მავნე ჩვევები. დადასტურებულია, რომ მწეველები ნაკლებად დაცულნი არიან რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკისგან. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი, რომელსაც არასანუგეშო დიაგნოზი დაუსვეს, მოწევას ანებებს თავს, საფრთხე კლებულობს, მაგრამ არ აღმოიფხვრება. მოწევა ანადგურებს არა მარტო სახსრებს, არამედ ძვლებს, იზრდება ოსთეოპოროზის განვითარების რისკი. იგივე ეხება ალკოჰოლს: მსმელი ადამიანების სახსრები „იცვითება“ გაცილებით ადრე, ვიდრე არამსმელი ადამიანისა;
• ჭარბი წონა. საქმე იმაშია, რომ ჩონჩხი – მთელი სხეულის საყრდენი – გათვლილია სხეულის გარკვეულ წონაზე, რომელიც მერყეობს ადამიანის სიმაღლის მიხედვით 75-80 კგ-ის ფარგლებში. ჭარბი წონა აუტანელ ტვირთად იქცევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის, და იწვევს მის სწრაფ გაცვეთას და დაშლას.
სახსრებს უყვარს:
• ჯანსაღი კვება. ჩონჩხის ყველა ელემენტი, მათ შორის სახსრები, მოითხოვს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მიკროელემენტებს, ამიტომ რაციონში უნდა ჩართოთ ახალი ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები, მარცვლეული, მცენარეული ზეთები, დალიოთ მეტი სითხე. უმჯობესი იქნება, თუ ხილს და კენკრას ზამთრისთვის კი არ დავაკონსერვებთ, არამედ გავყინავთ ან გავახმობთ – მხოლოდ ამ შემთხვევაში ინარჩუნებენ ისინი საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რეკომენდებულია დაკონსერვებულ ბოსტნეულზეც უარის ვთქვათ დამწნილებული ბოსტნეულის სასარგებლოდ, ხარშვის დროს შევამციროთ სითბური დამუშავების დრო, სასარგებლო ნივთიერებების შესანარჩუნებლად.
• გასეირნება და სპორტის „სწორი“ სახეობები. სახსრები მოძრაობის დროს ღებულობენ საკვებ ნივთიერებებს, ასე რომ მეტი უნდა ისეირნოთ, ჩაერთონ „სასარგებლო“ სპორტულ სახეობებში – იოგა, სტრეტჩინგი, პილატესი, რომელთაც საფუძვლად უდევს სხეულის მოქნილობა და გაჭიმვა;
• სითბო. აუცილებელია სეზონის მიხედვით ჩავიცვათ და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი გადაცივება, რადგან ამინდი, განსაკუთრებით კი გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხშირად მატყუარა გამოდგება ხოლმე;
• სწორი მდგომარეობა. სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული ფეხსაცმლის ჩაცმა, რათა საიმედოდ მოვარგოთ ტერფებს, რომლებიც მთელი სხეულის საყრდენს წარმოადგენს. რეკომენდაციები გოგონებისთვის – ძალიან ნუ მიეჩვევით მაღალ ქუსლებს, რადგან ქუსლები და არაკომფორტული ფეხსაცმელი შეიძლება გახდეს არასწორი ფორმის ძვლებისა და სახსრების ფორმირების მიზეზი. ქუსლის სიმაღლე 4-6 სმ – ის „ჯანსაღი“ დიაპაზონია, რომელიც უნდა დაიცვათ;
• დროული მკურნალობა. პრობლემების პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, როგორიცაა ტკაცუნი, დისკომფორტი, მოძრაობის უნარის შემცირება, სიწითლე სახსრის არეში, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა და დაიწყოს მკურნალობა.