რა გაიძულებთ მიმართოთ ექიმს? ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა მიმართავს ექიმს არა რაიმე დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, არამედ ადეკვატური მკურნალობის მისაღებად.
მით უმეტეს, ვინ აქცევს ყურადღებას ასეთ წვრილმანს, როგორიცაა მუხლებში ტკაცუნი? რა თქმა უნდა, არავინ. უფრო სწორედ, ყურადღებას აქცევენ, მაგრამ როგორც სიმპტომს სათანადოდ ვერ აფასებენ.
ტკაცუნი მუხლებში – განგაშის მომასწავებელი სიგნალი?
მთელი თავისი, თითქოსდა არასერიოზულობისა, მუხლის ტკაცუნი შეიძლება იყოს განვითარებადი დაავადების (გონართროზის) ნიშანი, რომელიც ადრე თუ გვიან გამოაჩენს თავს. გონართროზის თანმხლებ მუხლის ტკაცუნს ექიმები „პრეციპიტაციას“ უწოდებენ. თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევს მუხლის ტკაცუნს, რომელიც სიარულის ან ფეხების ქანაობის დროს იჩენს თავს, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დაავადება ახალ პათოლოგიურ სტადიაზე გადავა. როგორც წესი, ტკაცუნს მოჰყვება სახსრების შეშუპება, დილის ტკივილები და შებოჭილობა, რომელიც შუადღეს გაქრება ხოლმე, ხანმოკლე სიარულისა ან მარტივი ვარჯიშების შემდეგ. რაც მეტად ვითარდება დაავადება, მით უფრო გამოხატული ხდება სიმპტომები. სახსრები ამინდის ცვლილებაზე იწყებს რეაგირებას: ჩნდება შეშუპება და გასიება.
რა უნდა გავაკეთოთ?
გონართროზი არის დაავადება, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და ზღუდავს მოძრაობის შესაძლებლობას. ამიტომ, თუ შენიშნეთ მუხლების ტკაცუნი – შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე, ეწვიოთ ექიმს. სავარაუდოდ, შემოწმების შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ ღონისძიებათა კომპლექსს, რომლებიც შეანელებს პათოლოგიური პროცესის განვითარებას.
უპირველესყოვლისა, მოემზადეთ იმისათვის, რომ მოგიწევთ ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა. უარი უნდა თქვათ ცხიმიანი და მარილიანი საჭმლის მიღებაზე, შეზღუდოთ შემწვარი, ცხარე და ძალიან მჟავე საკვების მიღება. ასეთ საკვებზე უარის თქმა ხელს უწყობს წონის დაკარგვას და ამცირებს სახსრების ქსოვილებში შარდმჟავის კრისტალების დაგროვების ალბათობას.
მეორე, თუ თქვენ მძლეოსნობით ან ძალოსნობით, სათხილამურო სპორტით და სპორტის სხვა მსგავსი სახეობებით ხართ დაკავებული, რომლებსაც მუხლებზე აგრესიული ტრავმატული გავლენის მოხდენის ალბათობა გააჩნია, მოგიწევთ სპორტული ინტერესების შეცვლა. მშვიდი სიარული, ფიზიკური შრომის შეზღუდვა აუზის აბონემენტი – ეს არის ის სამი რამ, რაც დღესვე შეგიძლიათ გააკეთოთ.
მესამე, არსებობს ფიზიოთერაპიის უამრავი მეთოდი, რომელთაც შეუძლია სახსრების ტკაცუნის და ტკივილის აღმოფხვრა. მიკროტალღური დენი, ულტრაბგერა, ინფრაწითელი სხივების მეშვეობით გახურება – ეს ყველაფერი დღესდღეობით ხელმისაწვდომია აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის პოლისის ფარგლებშიც. არ დაივიწყოთ სამკურნალო ფიზკულტურაც. გახსოვდეთ, რომ ყველა სპეციალური ფიზიკური დატვირთვა გონივრულია მხოლოდ რემისიის პერიოდში, მაგრამ თუ მოხდა ტკივილს და სახსრების ართროზის სხვა სიმპტომების გამწვავება, აუცილებელია თავი შეიკავოთ მომატებული მოძრაობითი აქტივობისაგან. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ გველის შხამის საფუძველზე დამზადებული მალამოები და კომპრესები, რომლებიც დიკლოფენაკის საფუძველზე დამზადებული კლასიკური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან განსხვავებით, არა მარტო სიმპტომატურ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტის ახდენენ, არამედ სამკურნალო ეფექტსაც. მაგალითად, მალამო „ვიპროსალი B®“ შეიცავს სალიცილის მჟავას, სკიპიდარს, ქაფურს და გველგესლას შხამს. ყველა ამ კომპონენტს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. უფრო მეტიც, ამ კომბინაციის წყალობით, გაუმჯობესდება სისხლის ნაკადის მოზღვავება დაავადებული სახსრების დაზიანებულ ქსოვილებში, შესაბამისად, გაუმჯობესდება მათი კვება და ჟანგბადის მიწოდება.
ნუ უგულველყოფთ ისეთ სიმპტომს, როგორიცაა მუხლის ტკაცუნი! საწყის ეტაპზე ართროზის მკურნალობა მაქსიმალურად დადებით ეფექტს იძლევა, და ათავისუფლებს ავადმყოფს ენდოპროთეზირების აუცილებლობისგან.