ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მეტ პრობლემას აწყდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მხრივ. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი: ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, არაჯანსაღი კვება, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა.
ხალხში ყველა დაავადებას, რომელის ასე თუ ისე ძვლებსა და სახსრებს უკავშირდება, „მარილების დაგროვებას“ უწოდებენ. მიუხედავად ამისა, მედიცინაში ასეთი ტერმინი არ არსებობს. არსებობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მკაფიო განსაზღვრული სახელწოდებები: ართრიტები, ართროზები, ნიკრისის ქარი და სხვ. უშუალოდ „მარილების დაგროვებასთან“ დაკავშირებულია მხოლოდ ნიკრისის ქარი (ნიკრისის ართრიტი).
ჩნდება კითხვა – საიდან წარმოიშვა ეს ტერმინი? ნუთუ სახსარზე მართლაც გროვდება „სუფრის მარილის ან ცარცის სტალაქტიტები“?! რა თქმა უნდა, არა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიების უმრავლესობა იწვევს სახსრის ვიზუალურ ცვლილებას, ხდება მისი დეფორმაცია და, როგორც წესი, ის ფართოვდება და სივდება. ჩნდება ვიზუალური ასოციაცია, რომ სახსარზე რაღაც „გაიზარდა“, ხოლო დამახასიათებელი ხრაშუნი უფრო მეტად ამყარებს ამ აზრს.
ყოველ შემთხვევაში, ამ ტერმინთან მხოლოდ ნიკრისის ქარის ასოცირება შეიძლება. ნიკრისის ქარის წარმოქმნის მიზეზი შარდმჟავის მიმოცვლის დარღვევით არის განპირობებული. ამას წინ უძღვის ორგანიზმის მეტაბოლური ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული რიგი დაავადებები: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ენდოკრინული დარღვევები, თირკმლის დაავადებები და ა.შ. ამის შედეგად, შარდმჟავის (ურატის) მარილები ორგანიზმიდან არ გამოიყოფა, და გროვდება სახსრების ზედაპირზე. ეს დაავადება უფრო ხშირია მამაკაცებში ვიდრე ქალებში. საქმე კი მდგომარეობს ესტროგენში – ქალის სასქესო ჰორმონში, რომელიც ხელს უშლის ურატების დაგროვებას. თუმცა, ზოგჯერ კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი ასევე ხდება ამ უბედურების მსხვერპლი, მაგალითად, კლიმაქსის ფონზე, როდესაც სისხლში მკვეთრად ეცემა ესტროგენის დონე.
ნიკრისის ქარი ხასიათდება სიმპტომების უეცარი გაჩენით, ხოლო შემდეგ მკვეთრი გაქრობით. რაც უფრო მიშვებულია დაავადება, მით უფრო ხშირია მსგავსი შეტევები. მაგალითად, რამდენიმე საწყისი წლის განმავლობაში, შეტევა შეიძლება 1-2 ჯერ მოხდეს. მაგრამ შემდგომში, მდგომარეობა უარესდება. ერთი წლის განმავლობაში ნიკრისის ქარის შეტევების რაოდენობამ შეიძლება 8-10 მიაღწიოს, რაც სერიოზულად ამცირებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და იწვევს ინვალიდობას, განსაკუთრებით კი, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების არარსებობისას.
როგორც წესი, გამწვავების პერიოდში, ექიმები პაციენტებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის საშუალებებს უნიშნავენ. მაგრამ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის ამ პრეპარატების მაღალი რისკის გამო, ყველა პაციენტისთვის მსგავსი თერაპიის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. სწორედ ამიტომ ნათელი ხდება იმ საშუალებათა ასორტიმენტის გაფართოება, რომლებიც ეფექტურია ნიკრისის ქარის შეტევების კუპირებისას. ეფექტური შეიძლება ვუწოდოთ გველის შხამის საფუძველზე დამზადებულ საშუალებებს: ისინი ახშობენ ტკივილს იმის ხარჯზე, რომ ამცირებენ ანთებითი რეაქციების ინტენსივობას. საკმაოდ ეფექტურია მალამოები, მაგალითად, „ვიპროსალი В®“, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას, სკიპიდარს, ქაფურს და გველგესლას შხამს. კომბინირებულად, ამ კომპონენტებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
არსებობს მთელი რიგი მარტივი წესები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია წარმატებით ნიკრისის ქარის გაკონტროლება:
1. იკვებეთ გონივრულად, მცირე პორციებით, თავი მოარიდეთ ზედმეტის ჭამას.
2. ეცადეთ დღეში 1,5-2 ლიტრი სითხე დალიოთ (ტუტე მინერალური წყალი, უბრალო დისტილირებული წყალი).
3. აუცილებლად უნდა შეიზღუდოს პურინის ფუძეებით მდიდარი საკვების მოხმარება, ეს კი არის: პარკოსნები, ღვიძლი, თირკმელი, შემწვარი ხორცი, ხორცისა და თევზის წვნიანი, ზოგიერთი ბოსტნეული (მჟაუნა, ისპანახი, სატაცური, პომიდორი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო), სოკო, თევზი.
4. აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში რძისა და რძის პროდუქტების ჩართვა, ყველი, კვერცხი, ხიზილალა, კარტოფილი, სტაფილო, პური, მარცვლეული, ფეტვი.
5. გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი, მარილიანი საკვები, ალკოჰოლი, ძლიერი ჩაი და ყავა.
6. რეგულარულად ეწვიეთ ექიმს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკის მიზნით.