კითხვები და პასუხები
1სად ვიყიდოთ ვიპროსალი В, კაპსიკამი ან ვალუსალი ?
ვიპროსალი В, კაპსიკამი და ვალუსალი - სამკურნალწამლო პრეპარატებია, რომლებიც იყიდება მხოლოდ აფთიაქებში.
2რა მოვიმოქმედოთ, თუ ინდივიდუალური რეაქციის შემთხვევაში პრეპარატი კაპსიკამის წასმის ადგილზე გაღიზიანება გაჩნდა?
პრეპარატი კაპსიკამის გამოყენების ინსტრუქციებში აღწერილია შემდეგი სიფრთხილის ზომები, რადგან მალამოს გამახურებელი ეფექტი აქვს:
• თავი მოარიდეთ მალამოს მოხვედრას ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებსა და თვალებში;
• გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია წინასწარ კანზე მცირე რაოდენობის მალამოს წასმა პრეპარატისადმი მგრძნობელობის განსაზღვრის მიზნით;
• ყოველი პროცედურის შემდეგ, მიუხედავად იმისა, გამოიყენეთ თუ არა წასასმელი აპლიკატორი, აუცილებელია საპნით, გრილ წყალში კარგად ხელების დაბანა;
• თუ ინდივიდუალური რეაქციის შემთხვევა მაინც მოხდა, მოიცილეთ პრეპარატი კანიდან მცენარეულ ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით.
3გააჩნია თუ არა პრეპარატებს: ვიპროსალი, კაპსიკამი და ვალუსალი, გამახურებელი ეფექტი?
ვიპროსალის მალამო მომხმარებლთა უმეტეს შემთხვევებში არ ახდენს გამახურებელ ეფექტს, მცირე რაოდენობის მომხმარებლებში ახდენს თითქმის შეუმჩნეველ, მსუბუქ გამათბობელ ეფექტს, ძირითადად პრეპარატის წასმის/შეზელვის მომენტში გახურების ხარჯზე.
კაპსიკამის მალამოს გააჩნია გამახურებელი, მაგრამ არა „წვის“ ეფექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საშუალების კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური რეაქციები გამოვლინდა და თუ პრეპარატი გამოყენებულ იქნა დაზიანებულ კანზე, რაც პრეპარატის გამოყენებისას უკუნაჩვენებია.
ვალუსალის გელი ახდენს სასიამოვნო გამაგრილებელ და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. არ აქვს გამახურებელი ან „წვის“ ეფექტი.
4რა ხანგრძლივობით შეიძლება გამოყენებულ იქნას პრეპარატები ვიპროსალი, კაპსიკამი და ვალუსალი?
მკურნალობის კურსის მაქსიმალური ხანგრძლივობა ვიპროსალის® შემთხვევაში 14 დღეს შეადგენს, კაპსიკამის® შემთხვევაში - 10 დღეს, ვალუსალის შემთხვევაში კი - 14 დღეს. თუ ამ დროის განმავლობაში ტკივილი და ანთება არ ჩაცხრა, საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით.
ვებ-საიტი დამზადებულია BLH-ის მიერ