თვითმკურნალობა სახსრების ტკივილის დროს: კი თუ არა
სახსრების ტკივილი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, თითქმის ყველას უგრძნია: ზოგს სირბილით დაღლილი მუხლები სტკივა, ზოგს თითების ტეხა აწუხებს, ზოგისთვისაც კი ძალიან ნაცნობია მაჯის და კოჭების ტკივილი ამინდის ცვლილების დროს.
სიმპტომების მოჩვენებითი სიმარტივისა და „ჩვეულებრივობის“ გამო თანამედროვე ადამიანი, როგორც წესი, თვითმკურნალობას მიმართავს: აფთიაქებში ხომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ფართო არჩევანია, რომლებიც ტკივილს საკმაოდ სწრაფად ხსნიან. „რა საჭიროა ექიმთან წასვლა, თუ მწვავე ტკივილი არ გვაწუხებს?“ – გავიფიქრებთ ხოლმე მომდევნო ტაბლეტის გადაყლაპვისას.
როდის არის გამართლებული და როდის არა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა
ჭეშმარიტების მარცვალი ამ მსჯელობაში არსებობს, და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა ქრონიკულია, უკვე გაისინჯეთ ექიმთან, და პრეპარატი, რომელსაც თქვენ იყენებთ, რეკომენდებულ იქნა გამოკვლევის საფუძველზე.
მაგრამ, როგორც წესი, „საკუთარი თავის ექიმი“ საერთოდ არ დადის ექიმებთან – სხვებსაც იგივეს სთავაზობს, და ურჩევს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორც სახსრების ყველა დაავადებისგან განკურნების პანაცეას. სამწუხაროდ, ამ მიდგომას უამრავი ნაკლი აქვს:
1. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმეტესობას უკუჩვენების საკმაოდ ვრცელი სია მოჰყვება.
2. დროთა განმავლობაში ეს პრეპარატები მიჩვევას იწვევენ, ამიტომ სასურველი არ არის მათი უკონტროლო გამოყენება.
3. გაუტკივარება და შეშუპების მოხსნა – ყოველთვის არ ნიშნავს განკურნებას, ხშირ შემთხვევაში ასეთი მიდგომა მხოლოდ სიმპტომებს ნიღბავს, პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.
4. ტაბლეტირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებამ, ადგილობრივი ანთების დროს, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან.
5. ყოველთვის არ არსებობს იმის რეალური აუცილებლობა, რომ მიიღოთ ისეთი ძლიერი სამკურნალწამლო საშუალებები, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – მაშინაც კი, თუ ისინი ადგილობრივად მოქმედებენ.
უსაფრთხო ალტერნატივა
როგორც წესი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ინიშნება, როდესაც აუცილებელია კომპლექსური ტკივილგამაყუჩებელი, გამაგრილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ანუ სახსრების პროგრესირებადი დაავადებების დროს. ხოლო, თუ სახსრების ტკივილი არ უკავშირდება ანთებით პროცესს, მაშინ შეგიძლიათ „იკმაროთ“ გამახურებელი მალამოები. ასეთი პრეპარატები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პირველადი დახმარება, როდესაც შეუძლებელია ექიმთან მიღებაზე დროულად მოხვედრა. მაგალითად, სახსრების ტკივილის დროს უსაფრთხოა, და ამავე დროს ძალიან ეფექტურია, გამახურებელი მალამო „კაპსიკამი®“. მის შემადგენლობაში შემავალი გალიპოტის (ჟივიცას) სკიპიდარი და ქაფური ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ახდენს: ეს კომპონენტები აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, რაც იწვევს ყურადღების გადამტან მოქმედებას და ტკივილის შეგრძნების შემცირებას. გარდა ამისა, იზრდება სისხლის მიმოქცევა კუნთებში, რაც ასევე ხსნის დაძაბულობას და ტკივილს. მალამო 8 საათის განმავლობაში მოქმედებს, და გეხმარებათ არასასიამოვნო შეგრძნებების მოხსნაში იმ პერიოდში, სანამ შესაძლებელი გახდება ექიმთან ვიზიტზე მოხვედრა. ამავდროულად, არ შეიძლება ამ პრეპარატების ბოროტად გამოყენება, და აი რატომ: თუ თქვენ იყენებთ გამახურებელ მალამოს 10 დღეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს – უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს სერიოზული დაავადებების განვითარებაზე.
გამომდინარე აქედან, არ არის სასურველი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების თვითნებურად გამოყენება, უმჯობესია ისარგებლოთ გამახურებელი მალამოებით ტკივილის დასათრგუნად, ხოლო თუ ტკივილი მაინც გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.