პრაქტიკულად თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეეხო ისეთ პრობლემას, როგორიცაა კისრის ტკივილი. მისი წარმოშობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია – ანთება, ან კისრის კუნთების მიოზიტი. უფრო ხშირად ეს დაავადება ვლინდება ყრუ ტკივილით კისრის და კეფის არეში, ზოგჯერ ტკივილი მხრებზე ან თავზეც გადადის. ტკივილი, როგორც წესი, ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც გრძელდება, ძლიერდება თავის მოტრიალების და ანთებულ კუნთზე ხელის დაჭერისას.
კისრის მიოზიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს: ორპირი ქარი, უხერხულ პოზაში ხანგრძლივი ყოფნა (განსაკუთრებით მჯდომარე სამუშაო, კომპიუტერთან მუშაობა), კუნთების გადაღლა ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს, ბაქტერიული და ვირუსული ტოქსინების მოქმედება. ბოლო შემთხვევაში, დაავადება, როგორც წესი, მწვავე რესპირატორული დაავადების ან გრიპის შემდეგ ვითარდება, და მისი თავისებურება დაავადების ხანგრძლივ მიმდინარეობაში მდგომარეობს. პოსტ-ინფექციური მიოზიტი, როგორც წესი, რთულად ექვემდებარება მკურნალობას, მით უმეტეს, თუ „გაშვებულია“ დაავადების დასაწყისი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დამახასიათებელი სიმპტომების გამოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ, ზომების მიღება – უპირველეს ყოვლისა, ექიმთან მისვლა.
მიოზიტის დიაგნოსტიკას და მკურნალობას თერაპევტები და ნევროლოგები ახდენენ. უაღრესად არასასურველია დაავადების „მიშვება“ და თვითმკურნალობა: პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, სამედიცინო დახმარებისთვის გვიან მიმართვის შემთხვევაში მცირდება სწრაფი განკურნების შანსები. ამასთან, კისრის მიოზიტს საშიში გართულებები მოჰყვება. ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ის ქრონიკულ ფორმაში გადადის, და, ამასთანავე, ანთებით პროცესში შეიძლება ჩათრეულ იქნას მიმდებარე კუნთებიც, უპირველესყოვლისა – ხორხის, ხახის და საყლაპავის კუნთები. ეს საფრთხეს უქმნის სუნთქვას და ყლაპვის პროცესებს. გარდა ამისა, კუნთების სპაზმის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს შეძენილი მოხრილი კისერი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კისრის გამრუდება, ამის ფონზე კი – ხერხემლის კისრის ნაწილის გამრუდება, მალთაშორისი თიაქრის ჩამოყალიბებით და ფესვოვანი სინდრომის განვითარებით (ნერვული ფესვების ჩაჭყლეტა მალთაშორისი ხვრელების გასასვლელზე).
მიოზიტის მკურნალობა გაურთულებელ შემთხვევებში, დაზიანებული კუნთების ჯგუფების მოსვენებაში მდგომარეობს, ასევე ხშირად ინიშნება პრეპარატები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან. ამ წამლებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ისინი ამცირებს სხეულის ტემპერატურას, ამიტომ სწრაფად გაგრძნობინებთ შვებას. თუმცა, მათი ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ამ პრეპარატებს რიგი უკუჩვენება გააჩნია. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, და შეიძლება გამოიწვიოს წყლულების წარმოქმნა, ზოგ შემთხვევაში – კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. ზოგიერთი ადამიანისთვის, მათი მიღება შეიძლება საერთოდ უკუნაჩვენები იყოს.
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ ეტაპზე, უმჯობესია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისგან თავის შეკავება. შესაძლებელია მკურნალობის დაწყება ე.წ. „შემთბობი“ ან „გამხურებელი“ მალამოებით, რომლებსაც გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადგილობრივი საშუალებები ხასიათდება სწრაფი ეფექტით. მაგალითად, მალამო „კაპსიკამი®“ რომელიც თავის შემადგენლობაში 5 აქტიურ კომპონენტს შეიცავს, მოქმედებას იწყებს წასმიდან რამდენიმე წუთში, ხსნის კუნთების დაძაბულობას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. პრეპარატი იწვევს წვის და სითბოს შეგრძნებას გამოყენების არეალში. ის კანზე რამდენიმე წუთით უნდა წაისვათ, შემდეგ კი მოიცილოთ მცენარეული ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით.
მიოზიტების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია თავი მოვარიდოთ ორპირ ქარს, შევამციროთ კუნთების დატვირთვები და მოვერიდოთ ერთ პოზაში დიდხანს ყოფნას. მჯდომარე სამსახურის დროს უნდა გაკეთდეს შესვენებები, არანაკლებ საათში ერთხელ. გაციებისა და გრიპის დროული მკურნალობა ასევე შეამცირებს მიოზიტის განვითარების რისკს.
ესე იგი, მწვავე რესპირატორული ინფექციების და გრიპის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა – კისრის მიოზიტი. მისი მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, არამიშვებულ შემთხვევებში კარგ ეფექტს შემთბობი მალამოები ახდენს, რომელთა წყალობით ხშირად შესაძლებელია არასტეროიდების ხანგრძლივი მიღების თავიდან აცილება.