კისრის „გაკავება“ – ბევრისთვის ცნობილი პრობლემაა. ასაკთან ერთად, ეს დაავადება უფრო ხშირად ვლინდება. სტატისტიკური მონაცემებით, 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა 80%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია კისრის „გაკავება“. ამ სიმპტომის გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია – ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი ან მალთაშორისი თიაქარი. ართულებს სიტუაციას ის ფაქტიც, რომ უმეტესობა ჩვენგანს, ძირითადად, მჯდომარე სამუშაო აქვს, დავამატოთ ორმხრივი ქარი და ტემპერატურის ცვლილება – საკმარისია! „გაგიკავდათ!“
სიმპტომები
კისრის „გაკავებას“ მედიცინაში „ცერვიკაგო“ ეწოდება. ტკივილის ხასიათი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. ზოგი ადამიანი აღნიშნავს მკვეთრ, მწვავე ტკივილს, რომელიც არა მხოლოდ კისერს მოედება, არამედ ხერხემლის სვეტსაც. ასეთი ტკივილი მნიშვნელოვნად ართულებს ნებისმიერ მოძრაობას, ადამიანი იძულებით უმოძრაო და შებოჭილი ხდება. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც კისრის ტკივილი მუდმივ ყრუ ხასიათს ატარებს, უეცარი ფეთქებადი შეგრძნებების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ სიმპტომების დროს, რაც შეიძლება ადრე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. სამწუხაროდ, დროთა მანძილზე ისე ჩამოყალიბდა, რომ ქართველი ხალხისთვის კისრის ტკივილი ყოველდღიური და ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მაღაზიებში, შეიძლება შუახნის ადამიანებს შორის გამართული საუბრის მოსმენა იმაზე, რომ „აი, ისევ „გამიკავდა“ კისერი…“. ამას კი მოჰყვება არალოგიკური რჩევების ლოგიკური თანმიმდევრობა იმაზე, თუ რა ხერხებს შეიძლება მივმართოთ თვითმკურნალობის მიზნით, და არც ერთი რეკომენდაცია იმაზე, რომ ექიმს უნდა მივმართოთ. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტკივილმა კისრის არეში, მისი წარმოქმნის მიზეზებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული უარყოფითი შედეგები.
პირველი დახმარება
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ კისრის ტკივილის პირველივე ნიშნების დროს, კისერი კარგად უნდა დაიზილოს. დიახ, მაგრამ არა მწვავე ტკივილის პერიოდში, თანაც ამის გაკეთება სათანადოდ მომზადებულ სპეციალისტს უნდა მივანდოთ, რომელიც ფლობს სამკურნალო მასაჟის და მანუალური თერაპიის უნარ-ჩვევებს. „მასაჟის“ არასწორმა მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის უფრო მეტად გამწვავება და პაციენტის მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ, ასეთი ავადმყოფისთვის პირველი დახმარების გაწევის ყველაზე საიმედო და სწორი გზა არის – სიმშვიდის უზრუნველყოფა და ფიზიკური აქტივობის გამორიცხვა. კარგია, თუ ამ პრობლემამ სახლში ყოფნისას იჩინა თავი, უარესია, როდესაც ეს სამუშაო ადგილზე, სახლიდან შორს, ან საჭესთან მოხდა. მიუხედავად ამისა, ავადმყოფმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, და, შეძლებისდაგვარად, არ ამოძრაოს კისერი.
ადამიანების უმეტესობა, ამ შემთხვევაში, იწყებს აქტიურად თავის ტრიალს სხვადასხვა მხარეს, რათა „გამოაფხიზლოს“ კისერი, მაგრამ შეიძლება ისეთი ეფექტის მიღება, როდესაც კისერი შეიძლება გაშეშდეს ერთ, ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში, როდესაც შეიძლება სუნთქვაც კი გაგიჭირდეთ. ამიტომაც, აუცილებელია კისრის იმობილიზაციის უზრუნველყოფა. კარგია, თუ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კისერს საფიქსაციო ბანდაჟი დავადოთ.
ასევე ექიმები ასეთ პაციენტთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად გვირჩევენ ქაფურისა და სკიპიდარის საფუძველზე დამზადებული გამახურებელი მალამოების გამოყენებას. მაგალითად, მალამო „კაპსიკამი®“ ამცირებს კისრის ტკივილს მისი გამოყენების პირველივე წუთებიდან. გამოხატული ანალგეტიკური ეფექტის გარდა, ამ პრეპარატს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და სახსრების გაფართოების ეფექტი, რაც უზრუნველყოფს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ანთების არეში.
გახსოვდეთ, რომ კისრის ტკივილი იმის უდაო ნიშანია, რომ ორგანიზმში რაღაც დარღვევა მოხდა. ნუ მიუშვებ პრობლემას დღეს, რადგან ხვალ ის უკვე შეიძლება თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდეს.