ბოლო წლებში, ნათლად გამოისახა ახალი მასობრივი ტრენდი – მოხდენილი რელიეფური სხეული იდეალური პროპორციებით. როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ბევრი ცდილობს ფიტნეს დარბაზში ჩაეწეროს ან სახლში ივარჯიშოს ფორმის შესანარჩუნებლად, ან წონაში დასაკლებად. ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინტენსიური ვარჯიშები და სწორი კვება, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი „სპორტული“ შეზღუდვის დაცვა – აკრძალვა ალკოჰოლის მიღებაზე.
ალკოჰოლი – კუნთების მტერია
ლუდის ერთჯერადმა მიღებამ ვარჯიშის წინ ან მის შემდეგ, შეიძლება გააბათილოს ვარჯიშის შედეგები. ვნახოთ, როგორ აისახება ალკოჰოლი კუნთებზე. ცნობილია, რომ კუნთების ზრდა მთელი რიგი ჰორმონების გამომუშავების ხარჯზე ხდება და ერთ-ერთი მათგანია – მამაკაცის სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი. ალკოჰოლი ამცირებს ტესტოსტერონის კონცენტრაციას სისხლში და ზრდის ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენის კონცენტრაციას. გარდა ამისა, რიგი ალკოჰოლური სასმელი შეიცავს ფიტოესტროგენებს – განსაკუთრებით დიდია მათი შემცველობა ლუდში.
კიდევ ერთი ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს კუნთების ქსოვილის ზრდას – ე.წ. ზრდის ჰორმონია, რომელიც ძილის დროს გამომუშავდება. ალკოჰოლი არღვევს ძილის სტრუქტურას და ამცირებს ამ ჰორმონის წარმოქმნას.
გარდა ამისა, ალკოჰოლი არღვევს კუნთების ცილის და გლიკოგენის (კუნთების ენერგიის ძირითადი წყარო) სინთეზის პროცესებს, რითაც ართმევს ორგანიზმს ძირითად „საშენ მასალას“ კუნთების ქსოვილის ასაგებად და იწვევს გაუწყლოებას, ხოლო წყლის დეფიციტის პირობებში კუნთების ზრდა ასევე ფერხდება.
ამიტომ, მთავარი სპორტის წესია – ალკოჰოლის სრულად გამორიცხვა მინიმუმ 48 საათით ადრე ვარჯიშის დაწყებამდე და იმავე დროით ვარჯიშის შემდეგ. გამოდის, რომ სპორტული დარბაზის რეგულარული ვიზიტების, მაგალითად, კვირაში 4-ჯერ, შემთხვევაში, ალკოჰოლურ სასმელებზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ.
სწორი მოთელვა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ხშირად ივიწყებენ – კუნთების „გახურება“ ვარჯიშის დაწყებამდე, ე.წ. მოთელვა. მისი ძირითადი მიზანია კუნთოვანი მასის და გულსისხლძარღვთა სისტემის მომზადება მომავალი დატვირთვისთვის. მოთელვა აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას კუნთების ქსოვილში, კუნთებს უფრო მოქნილსა და ელასტიკურს ხდის, ამცირებს ტრავმების რისკს მომავალი ვარჯიშის პროცესში.
ვარჯიშების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მოთელვის გარდა, შეგიძლიათ დამატებით გამოიყენოთ გამახურებელი მალამოები. მათ შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომლებსაც გააჩნიათ ადგილობრივი გამაღიზიანებელი და სისხლძარღვთა გამფართოებელი ეფექტი. პროფესიონალი სპორტსმენები თითქმის ყოველთვის იყენებენ ვარჯიშის ან შეჯიბრის წინ გამახურებელ მალამოებს, მაგალითად, „კაპსიკამს®“. მალამო ცოტა ხნით კანზე სპეციალური აპლიკატორის დახმარებით უნდა წაისვათ. საშუალება სწრაფად შეიწოვება და უკვე რამდენიმე წუთში იგრძნობა მცირე წვა და სითბო, ამავდროულად მცირდება ტკივილის სინდრომი და კუნთების დაძაბულობა. ეფექტის მიღწევის შემდეგ, მალამო მოსაცილებელია ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით. არ არის რეკომენდებული ამ საშუალების წყლით ჩამობანა: წყალი ხელს უწყობს გახურების ეფექტის მომატებას.
მაშასადამე, ეფექტურ ვარჯიშს რამდენიმე შემადგენელი ნაწილი აქვს: სწორი კვება, ვარჯიშების სიხშირე და ინტენსივობა, სწორი მომზადება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ალკოჰოლი კუნთების მტერია, ხოლო გახურება და მოთელვა აუცილებელი პირობაა მათი სათანადო ზრდისთვის. ყველა პროფესიონალი ბოდიბილდერისთვის, ისევე როგორც მოყვარული სპორტსმენებისთვის, რომლებიც ვარჯიშობენ სპორტულ დარბაზში, ცნობილია კუნთების ტკივილი ვარჯიშის შემდეგ. აერობიკის, სტეპის, ბოდი-ფლექსის მარტივი ჯგუფური ვარჯიშების შემდეგაც კი, რამდენიმე საწყისი კვირის განმავლობაში თქვენ იგრძნობთ კუნთების ტკივილს.
მსგავსი: ალკოჰოლიზმის მკურნალობა
ტკივილი შეიძლება იყოს საკმაოდ ძლიერი და გამოიწვიოს საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, მაგალითად, ჰანტელით ან შტანგით ჩაჯდომის შემდეგ, ზოგჯერ, სკამიდან ადგომაც შეუძლებელია ტკივილის გარეშე, ხოლო კიბიდან ჩამოსვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. წახტომების შემდეგ (რაც ძალიან პოპულარულია ქალბატონებში, რომლებიც ოცნებობენ ცელულიტის დამარცხებაზე) შეუძლებელია ერთი ნაბიჯის გადადგმაც ტკივილის გარეშე.
სპორტული კლუბების მფლობელები აღნიშნავენ, სხეულის სწრაფად მოწესრიგებისა და ფორმაში ჩადგომის მსურველ, გამოუცდელ დამწყებთა ტრადიციულ საგაზაფხულო ნაკადს. პირველებს სწორედ მათ ერგებათ წილად ტკივილი. თუ სპორტულ დარბაზში პროფესიული გამოცდილი მწვრთნელი და სპორტული ექიმი არის, მათ რჩევები უნდა სთხოვოთ. თქვენმა მწვრთნელმა, დანარჩენებზე უკეთ, საკუთარი გამოცდილებიდან იცის, თუ როგორ უნდა შეამცირო კუნთების ტკივილი. კუნთების ტკივილის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია – რძის მჟავა, რომელიც კუნთებში გროვდება გაძლიერებული ვარჯიშების დროს. ის არა მხოლოდ ტკივილსა და წვის შეგრძნებას იწვევს კუნთებში, არამედ შეუძლია ზოგადი სისუსტის და სხეულის ტემპერატურის მომატების პროვოცირება. ეს უსიამოვნო მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.