ართრიტების, ართროზების და სახსრის სხვა დაავადებების მკურნალობა კომპლექსურად უნდა ხდებოდეს: მედიკამენტოზურად და სამკურნალო ვარჯიშის დახმარებით.
ადამიანი, რომელსაც აწუხებს სახსრების ანთება, ნაკლებად მოძრაობს, რათა ვერ იგრძნოს ტკივილი. რასაკვირველია, დაავადების პირველი სიმპტომებისთანავე, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სახსრებს დასვენება სჭირდება. მაგრამ ტკივილის სინდრომის მოხსნის შემდეგ, აუცილებელია სახსრის მუშაობის ამოქმედება. სამკურნალო ვარჯიშები დაგეხმარებათ დარღვეული ფუნქციების აღდგენაში და რეციდივების პროფილაქტიკას წარმოადგენს.
ვარჯიშების ეფექტურობის მნიშვნელოვანი პირობაა რეგულარობა: ანუ ვარჯიშისთვის ყოველდღე 15-20 წუთი უნდა გამოიყოს. თანდათან გაიზრდება სახსრის მოძრაობის ამპლიტუდა, ვარჯიშების შესრულება უფრო ადვილი გახდება, ამიტომ უნდა დაამატოთ დატვირთვა, მოძრაობების რაოდენობის გაზრდის გზით. ვარჯიშების ერთი კურსის დასრულების შემდეგ ფუნქციები მთლიანად აღდგება. სამედიცინო ვარჯიშის დანიშვნას, მისი შესრულების სისწორეს და ვადებს სპეციალისტი (ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი) განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად მისვლა, რადგან მიშვებული ართრიტები, ართროზები და სხვა. დაავადებები იწვევენ დაზიანებული სახსრის ნაწილში მოძრაობების ნაწილობრივ ან სრულ დაქვეითებას.
ვარჯიშები ხერხემლის სახსრების დაავადების დროს
ოსტეოქონდროზის, სპონდილიტის, ბეხტერევის დაავადების და ა.შ. დროს, ვარჯიშის კომპლექსში შედის დახრები, მოტრიალება, ზურგის გაჭიმვა. ვარჯიშის შესრულების დროს, უნდა შეინარჩუნოთ სწორი ზურგი, მოადუნოთ პრესი, საპირისპირო მიმართულებით გადახაროთ წელი.
გამოირიცხება ყველა ის მოძრაობა, რომლის დროსაც ხდება ზეწოლა ხერხემალზე (ნახტომები, მკვეთრი მოტრიალება).
ზურგი დღის გამავლობაში არ უნდა დაიტვირთოს.
ხერხემლის სახსრების დაავადებები არღვევენ სხვა სახსრების, კუნთების, ორგანოების ფუნქციას. სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ, კანადელმა მეცნიერებმა გამოავლინეს ზურგის დაავადების მქონე მამაკაცებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სექს-პოზა. როგორც აღმოჩნდა, „დოგგი სთაილ“ პოზაში ხერხემალი განიცდის ყველაზე ნაკლებ დატვირთვას.
ვარჯიშები მხრის სახსრების დაავადებების დროს
მხრის სახსრის ანთებითი პროცესების ერთობლიობაში ყველაზე მეტად ოსტეოართროზი ჭარბობს. ვარჯიში მოიცავს მხრის სახსარში წრიულ მოძრაობებს ყველა მიმართულებით და ხელების გაჭიმვას.
გამოირიცხება მოძრაობები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მხრის სახსარზე (აზიდვები, ხელის მოქნევა).
ვარჯიში მუხლის სახსრის დაავადებების დროს
ოსთეოპოროზის, ოსტეოართროზის, ნიკრისის ქარის, ჰონდროპატიის, რევმატიზმის და მუხლის სახსრის სხვა დაავადებების დროს რეკომენდებული ვარჯიში ხელს უწყობს სახსრის და კუნთოვანი ქსოვილების გაძლიერებას. სავარჯიშო კომპლექსი შედგება მუხლის სახსარში წრიული მოძრაობებისგან, თეძოს კუნთების ვარჯიშისგან, სიარულისგან.
უკუნაჩვენებია აქტივობები ფეხებზე ზეწოლით: სირბილი, ხტუნვა, ჩაჯდომა.
სხვადასხვა სახსრების დაავადებების მწვავე სტადიის მკურნალობა
მკურნალობისთვის გამოიყენება პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ისინი ძალიან ეფექტური და ძლიერია, მაგრამ რამდენიმე გვერდითი ეფექტი გააჩნიათ. მეტად უსაფრთხოა სახსრის მიდამოში ადგილობრივი სამკურნალწამლო ფორმების გამოყენება, მაგალითად, მალამო „ვიპროსალი B®“. ძირითადი აქტიური ნივთიერებაა – გველგესლას შხამი, რომელიც ახდენს ხანგრძლივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. მალამოს შემადგენლობაში ასევე შედის სალიცილის მჟავა, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და კერატოლიზური მოქმედება. ქაფური უზრუნველყოფს ანტისეპტიკურ და გამაღიზიანებელ ეფექტებს. გალიპოტის (ჟივიცას) სკიპიდარი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ქსოვილების ტროფიკას და აფართოებს სისხლძარღვებს. როგორც წესი, გამოყენების კურსი 10 დღეს შეადგენს. და მხოლოდ ტკივილის გაქრობის შემდეგ, შეიძლება სამკურნალო ვარჯიშის დაწყება. სახსრების დაავადებები სხვადასხვა მოძრაობების დროს მუდმივად შეგახსენებთ თავიანთ არსებობას. ტკივილის განცდის გამო, ირღვევა დაზიანებული სახსრის მამოძრავებელი აქტივობა, რითაც იმატებს სხვა სახსრებზე დატვირთვა, წარმოიქმნება ახალი ანთება. აქედან გამომდინარე, სიმპტომების აღმოჩენის პირველივე დღიდან აუცილებელია კომპლექსური მკურნალობის დაწყება!