როგორც წესი, ექიმს მხოლოდ სერიოზული პრობლემებით მივმართავთ: სისხლდენა, მაღალი ტემპერატურა, ან ცვალებადი არტერიული წნევა. დანარჩენს კი ჩვეულებრივ უქეიფობად მივიჩნევთ, ხოლო კისრის გამუდმებით ტკივილს ან წელის „შეკავებას“ საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, სანამ სამსახურში სიარული შეგვიძლია და სანამ ტკივილი ძლიერად არ მოგვიჭერს.
როგორც წესი, ყურადღების გარეშე რჩება ტკივილები დანარტყამისა და დაცემის შემდეგ, დაჟეჟილობები და დაჭიმულობები: გვგონია, რომ დაჟეჟილობა თავისთავად გაივლის, რადგან სერიოზული დაზიანების შემთხვევაში ტკივილის გაძლება შეუძლებელი იქნებოდა. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ტკივილის ზღვარი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს, და არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაბზარული ძვლის უგულველყოფა შეუძლია. ასევე იგნორირებული რჩება ტკივილი გავის ძვალში, იდაყვებსა და მუხლებზე. სამწუხაროდ, ეს მიდგომა ხელს უშლის ადრეულ ეტაპზე სერიოზული დაავადებების დიაგნოსტიკას. მაგალითად, ოსტეოქონდროზი, სახსრების ართროზი, ლუმბაგო, რადიკულიტი, ართრიტი. ხერხემლის არეში გაბმული ან მომენტალური ტკივილი შეიძლება გვანიშნებდეს ქსოვილებში ცვლილებების არსებობაზე, კუნთების და ხრტილების დაზიანებაზე. „პულსირებადი ძარღვები” – ანთებითი პროცესის დაწყებაზე მიგვანიშნებს. „ამინდის“ დროს შემაწუხებელი სახსრები ხშირად ართროზის განვითარებაზე მიუთითებენ, ხოლო „ტეხვა“ გულმკერდის არეში – ნევრალგიის არსებობაზე. „ასატანი“ ტკივილის იგნორირებით შეიძლება საბოლოოდ მიიღოთ სერიოზული, ზოგ შემთხვევაში კი, განუკურნებელი დაავადება.
ამის თავიდან აცილების მიზნით, უნდა დავიმახსოვროთ რამდენიმე მარტივი წესი:
1. ნუ ითმენთ. მაშინაც კი, თუ ტკივილი ძლიერი არ არის, მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს თერაპევტი, ნევროლოგი ან ქირურგი.
2. თუ ვარჯიშობთ, შეატყობინეთ მწვრთნელს არსებული პრობლემის შესახებ. შეიძლება დაგჭირდეთ დატვირთვის კორექტირება.
3. შეძლებისდაგვარად თავი მოარიდეთ გაკვრებს, მკვეთრ მოძრაობებს, დარტყმას.
4. შეეცადეთ არ გაცივდეთ – მრავალი ანთებითი პროცესის გააქტიურება, სიცივეში ხდება.
5. მიიღეთ ვიტამინები, სწორად იკვებეთ და არ დაგავიწყდეთ სუფთა ჰაერზე მშვიდი გასეირნება.
6. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კუნთები ტონუსში, რაც შეამცირებს დატვირთვას ხრტილებსა და სახსრებზე.
7. შეამცირეთ სტრესული სიტუაციების რაოდენობა – ხშირად კუნთების დაძაბულობა გამოწვეულია აკვიატებული აზრებით, პანიკის შეტევებით, დეპრესიული მდგომარეობებით და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებით.
8. გამოიყენეთ გამახურებელი მალამოები, მაგალითად, „კაპსიკამი®“. სისხლის მიმოქცევის გაძლიერება და მალამოს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ხელს შეუწყობს დისკომფორტის შემცირებას და მდგომარეობის განმუხტვას, ასევე კუნთების ტროფიკის გაუმჯობესებას.
9. რეგულარულად გაიარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები, ეს ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის თავიდან აცილებას. საკუთარი ჯანმრთელობის და ორგანიზმის სიგნალების მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება მოგცემთ საშუალებას, დასაწყისშივე თავიდან აიცილოთ მრავალი სერიოზული დაავადება.