ჭარბი წონის პრობლემას არა მხოლოდ დიეტოლოგები შეისწავლიან, არამედ მედიცინის მრავალი სხვა სპეციალისტებიც. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სიმსუქნე იწვევს სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტონიის პროვოცირებას, არღვევს შინაგანი ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობას.
ოსტეოართროზი
ჭარბი წონით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს შორის, ოსტეოართროზს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. თითოეული ზედმეტი კილოგრამი, დამატებითი დატვირთვის გამო, 10%-ით ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ოსტეოართროზი აზიანებს სახსრებს, იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას და მწვავე ტკივილს, ხშირად პაციენტის მოძრაობების შებოჭვას. სამწუხარო მაგალითია მსახიობი ნატალია კრაჩკოვსკაია, რომელიც იძულებულია გადაადგილდეს ინვალიდის სავარძელში. ჭარბი წონა – ოსტეოართროზის მთავარი მიზეზია, რადგან იგი ზრდის დატვირთვას სახსრებსა და ხრტილებზე, და აძლიერებს ანთებით პროცესებს.
„არა“ ჭარბ წონას!
ოსტეოართროზის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა საკუთარი წონის და კვების რეჟიმის კონტროლი, ასევე – არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტივობა. დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ნორმალური წონის შესანარჩუნებლად ქალს დღეში 2000 კკალ სჭირდება, ხოლო კაცს – 2800 კკალ. ვისაც წონაში დაკლება სურს, შეუძლია კალორიების ყოველდღიური მაჩვენებელის 20-25%-ით შემცირება. აქტიური ფიზიკური მუშაობის ან მაღალი სპორტული დატვირთვის დროს, რეკომენდებულია კალორიების ნორმის მომატება ცილების მიღების ხარჯზე. ამ შემთხვევაში გაანგარიშება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.
ფიზკულტურა, ცეკვა, იოგა და ცურვა ასევე შესანიშნავია ოსტეოართროზის პროფილაქტიკისთვის: სახსრებზე მცირე დატვირთვა კომპენსირდება კუნთების გაძლიერებით, წონის დაკარგვით და სტრესითა და უმოძრაობით გამოწვეული „დაჭიმულობების“ თანდათანობითი მოშვებით.
როგორ ამოვიცნოთ ოსტეოართროზი?
ოსტეოართროზის „პირველი ზარებია“ – ტკაცუნა სახსრები. თუ დამახასიათებელი ტკაცუნის დროს ტკივილს გრძნობთ, ექიმს უნდა მიმართოთ: ამით შეძლებთ დაავადების შეჩერებას ადრეულ ეტაპზე. ტკივილები მოძრაობის დროს შეიძლება გაჩნდეს, როგორც ტრავმის ან ანთების შედეგად, ასევე „უმიზეზოდ“ – ხრტილის თანდათანობით გაცვეთის და სახსრების ნელი ასაკობრივი ცვლილებების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ექიმს შეუძლია ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ჩატარება.
როგორ ვიმკურნალოთ?
მკურნალობისთვის, უფრო სწორედ, სახსრების განადგურების პროცესის შესაჩერებლად, კომპლექსური მეთოდიკები გამოიყენება. როგორც წესი, ინიშნება ხრტილოვანი ქსოვილის გამაძლიერებელი პრეპარატები, კალციუმი და D ვიტამინი, ლაბა და ჟელე – ყველაფერი, რაც ხელს უწყობს სახსრის შენარჩუნებას. ტკივილის და ანთების მოსახსნელად გამოიყენება სპეციალური გამახურებელი და ტკივილგამაყუჩებელი მალამოები, მაგალითად, „კაპსიკამი®“. პრეპარატი ათბობს სახსარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლევს ხანგრძლივი (8 საათამდე) გაუტკივარების ეფექტს. მალამოს წასასმელად გამოიყენება სპეციალური აპლიკატორი, ხოლო კანიდან პრეპარატის ნარჩენების მოსაცილებლად გამოიყენება ზეთით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი. შესაძლოა, ექიმმა დამატებით ფიზიოთერაპია დანიშნოს – ულტრა-მაღალსიხშირიანი თერაპია და მასაჟი, რათა შემსუბუქდეს პაციენტის მდგომარეობა.
ექიმის ყველა დანიშნულების დაცვა დაავადების პროგრესის შეჩერების და ნებისმიერ ასაკში სახსრების მოძრაობის უნარის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.