არც ისე დიდი ხნის წინ, პრესამ „გაახარა“ ქალები: საბაჟო კავშირმა მაქმანიან საცვლებზე აკრძალვის შემდეგ შემოგვთავაზა აგრეთვე „შპილკიანი“ ფეხსაცმლის აკრძალვა. ქალების უმრავლესობა ამ ამბავს სარკაზმით შეხვდა – ანუ, როგორც აქამდე ატარებდნენ, ისევე განაგრძობენ მათ ტარებას.
რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს პოლიტიკოსების მოწოდება, გარკვეული სიმართლის მარცვალი მათ სიტყვებშიც არის. დიახ, „შპილკები“ ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და უფრო მოხდენილს ხდის სხეულს, თუმცა, გარდა ამისა, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, კერძოდ კი, სახსრები და მყესები. განვიხილოთ უფრო დეტალურად… ფეხების კუნთები მუდმივად დაძაბულია, რის გამოც საღამოობით ქალების უმრავლესობა კრუნჩხვებით და ფეხებში ძლიერი სიმძიმის შეგრძნებით იტანჯება. იმის გამო, რომ ფეხსაცმელი ყოველთვის კომფორტული არ არის, ხოლო ფეხების დგომა მაღალია, კრუნჩხვებს აგრეთვე შეშუპება ემატება, რაც ძალიან აფერხებს გადაადგილებას, მტკივნეულს ხდის თითოეულ ნაბიჯს, ხოლო ფეხსაცმლის ხელახლა ჩაცმა ზოგჯერ შეუძლებელი ხდება. ხერხემლის დატვირთვის შესახებ საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ქალებისთვის, რომლებსაც აწუხებს მალთაშორისი თიაქარი, ოსტეოქონდროზი, ართრიტი და ართროზი, მაღალი ქუსლები არა მხოლოდ უკუნაჩვენებია, არამედ მკაცრად აკრძალულია. ამის მიზეზია ის, რომ ხერხემლის დატვირთვა რამდენჯერმე იზრდება, ხერხემლის მალები უფრო მეტად აწვება ერთმანეთს, ანთებითი პროცესი უფრო დიდ ფართობს მოიცავს. იგივე ხდება მუხლის, მენჯ-ბარძაყის და კოჭ–წვივის სახსრების შემთხვევაში.
თუ იგრძენით, რომ ფეხების ტკივილი გეწყებათ, ფეხები სივდება, სიმძიმე გაჩნდა, დროებით მაინც უთხარით უარი მაღალ ქუსლებს. არ ღირს ასევე „ბალეტკებზე“ გადასვლა, რადგან ამ ფეხსაცმელსაც აქვს ნაკლოვანებები, ამიტომ უმჯობესია ატაროთ 2-6 სმ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ორთოპედიული საფენით და კომფორტული კალაპოტით. ასეთი ფეხსაცმელი ფიზიოლოგიურად ითვლება, ის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ზედმეტი დატვირთვის მოხსნის საშუალებას მოგცემთ და განტვირთავს ფეხებს. და, რა თქმა უნდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციაზე მისვლა.
ხოლო, სანამ თქვენ დაელოდებით ექიმთან ჩაწერას, ნუ დაკარგავთ დროს, ამ პერიოდში, ექიმები გვირჩევენ სპეციალური გამახურებელი მალამოების გამოყენებას, რომლებიც სწრაფად და ეფექტურად ხსნიან ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სიმპტომს. მაგალითად, „კაპსიკამის®“ მალამო, ქაფურის და სკიპიდარის საფუძველზე, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, სახსრების გამფართოებელ და ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას. მტკივნეულ ადგილებზე მისი წასმა ხდება ზედაპირზე საგულდაგულო შეზელით, სპეციალური აპლიკატორის დახმარებით. პრეპარატი სწრაფად იწყებს მოქმედებას, სასიამოვნო სითბო გადავა თქვენს ფეხებზე, 10 წუთის შემდეგ, მალამო მოსაშორებელია მზესუმზირის ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით, მაგრამ არა წყლით. ნუ უგულვებელყოფთ ფეხების ჯანმრთელობას. გახსოვდეთ, შეიძლება იყოთ ლამაზი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშეც. სილამაზე არ მოითხოვს ამხელა მსხვერპლს!