ბუნებაში, უამრავი ტოქსიკური ნივთიერება არსებობს, რომლებსაც საგრძნობი ზიანის მიყენება შეუძლია. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანმა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის შხამების გამოყენება ისწავლა თავის სასარგებლოდ ნადირობის და ომის დროს.
ხოლო დროთა განმავლობაში, მეცნიერებმა შეძლეს მრავალი შხამის „მოთვინიერება“, რათა გამოყენებინათ ისინი არა ჯანმრთელობის საზიანოდ, არამედ პირიქით – დაავადებების სამკურნალოდ.
დარიშხანი
ეს მსხვრევადი ფოლადის ფერის ნახევარ-ლითონი სტომატოლოგიაში დღემდე გამოიყენება. იგი გამოიყენება იმ დროს, როდესაც კარიესმა იმდენად „შეჭამა“ კბილი, რომ პულპას მიაღწია. დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, ამოსაღებია ნერვი. ამ მიზნით, დღე-ღამის განმავლობაში გაშიშვლებულ პულპაზე ათავსებენ დარიშხანის მჟავის შემცველ პასტას. ნერვი კვდება, შემდეგ კი კბილის არხებს და თავად კბილს პლომბავენ.
ბოტულიზმის ტოქსინი
ეს არის საშიში შხამი, რომლით მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს დამბლა, რომელსაც სიკვდილი მოჰყვება. მაგრამ ძლიერად გაზავებული და გასუფთავებული ბოტულიზმის ტოქსინი დღეს გამოიყენება სიელმის თერაპიაში, ჭარბი ოფლიანობის დროს, მოღრეცილი ყელის დროს. ამ შხამიანი ნივთიერების საფუძველზე დამზადდა წამალი, ბავშვთა ცერებრული დამბლით დაავადებული პაციენტებისთვის, აგრეთვე, დამზადდა ნაოჭების „გამქრობი“ საშუალება.
ალკალოიდები
მცენარეებიდან გამოყოფილი ეს ნივთიერებები ნარკოტიკს მიეკუთვნება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკოტიკია – მორფინი, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ყაყაჩოსგან მიიღეს, და მოგვიანებით პოპულარულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იქცა. მორფინის წარმოებულები დღემდე გამოიყენება.
ოფთალმოლოგიაში ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი ალკალოიდებია – პილოკარპინი თვალშიგა წნევის შესამცირებლად და ატროპინი სიელმის კორექტირებისათვის და თვალის ფუნქციური სიმშვიდის მიღწევისათვის.
ქინაქინის ხის ქერქის ძირითად ალკალოიდს – ქინაქინს, გააჩნია სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. აგრეთვე ეს შხამი უძველესი დროიდან მალარიის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
ტროპიკული ბაყაყების შხამი
ტროპიკულ ტყეებში მობინადრე ეგზოტიკური ბაყაყების შხამს მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიან. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს შხამი შეიცავს პეპტიდებს, რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას, ათხელებს სისხლს, იცავს ძვლებს დაშლისგან.
მორიელის შხამი
მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისებები და უკვე დიდი ხანია გამოიყენება როგორც ეფექტური ანესთეტიკი. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ, მორიელების შხამის საფუძველზე შეიძლება ონკოლოგიური და ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების დამზადება.
ფუტკრის შხამი
თანამედროვე მედიცინაში თავისი წვლილი ფუტკრებმაც შეიტანეს. მათ შხამს შეუძლია იმუნიტეტის სტიმულირება, ნერვული ბოჭკოების გამტარიანობის გაუმჯობესება, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გაძლიერება. იგი გამოიყენება ჰიპერტონიის, ეპილეფსიის, რევმატული დაავადებების და სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს.
განცალკევებულად ამ სიაში წარმოდგენილია გველის შხამი. ის ალბათ ყველაზე პოპულარულია თანამედროვე მედიცინაში.
გველის შხამის სამკურნალო თვისებები
როგორ მიიღება შხამი, რომელიც შემდგომ მედიცინაში გამოიყენება? ამისათვის, არსებობს გველის ფერმები, სადაც ქვეწარმავლებს ზრდიან კეთილშობილი მიზნებისთვის. თვეში ერთხელ, თითოეული გველისგან შხამს იღებენ. ამისთვის ორი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, შხამის მოპოვება შეიძლება შხამიანი ჯირკვლების მექანიკური მასაჟის გზით. მეორე – ელექტროდენის გამოყენებაა. ამისათვის გველის პირის ლორწოვან გარსს ელექტროდებით ეხებიან, რაც იწვევს ჯირკვლის სპაზმს და შხამის სრულ გაცემას.
მეცნიერებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს, რომ კობრას შხამს, მაგალითად, გააჩნია ტკივილის და სპაზმების მოხსნის თვისებები. გიურზას და ინდური გველგესლას შხამის საფუძველზე დამზადებული საშუალებები, სისხლს ხელს უწყობს სწრაფ შედედებაში, სისხლძარღვთა ისეთი მძიმე დაავადების დროს, როგორიცაა ჰემოფილია.
გველის შხამი ფართოდ გამოიყენება ართრიტის, ნევრალგიის, რადიკულიტის, კუნთების სპაზმების და სხვა სახსროვანი და კუნთოვანი დაავადებების სამკურნალო მალამოებისა და გელების წარმოებაში. კერძოდ, გველგესლას შხამი მალამო „ვიპროსალის®“ შემადგენლობაში შედის, რომელმაც მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც ეფექტურმა ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებამ.
შხამებს როგორც მოკვლა, ისევე გადარჩენა შეუძლიათ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ნივთიერებებიც კი მცირე დოზის და სწორი გამოყენების შემთხვევაში სასარგებლო ხდება.