წვივისა და წვივ-ტერფის ტრავმები
მკვეთრი, გაუფრთხილებელი მოძრაობა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი – და უკვე მიღებული გაქვთ იოგების, კერძოდ კი, აქილევსის მყესის დაზიანება. ტრავმის გამოცნობა შესაძლებელია წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლის მიდამოში, ტკივილსა და შეშუპების მიხედვით. კიდევ ერთი ხშირი დაზიანებაა – წვივის კუნთების გაწყვეტა, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ხმა, შემდეგ კი მკვეთრი ტკივილი წვივში. მსგავსი ტრავმების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
• ნუ დაიზარებთ სპეციალიზებული სპორტული ტანსაცმლის შეძენას, განსაკუთრებით კი, ფეხსაცმლის, რომელიც წვივ-ტერფის სახსარს იცავს.
• თუ დარბაზში პირველად მოხვედით, აუცილებლად აიყვანეთ ინდივიდუალური ინსტრუქტორი, რომელიც სპეციალურად თქვენთვის ვარჯიშების გეგმას შეადგენს.
• ვარჯიშის დაწყებამდე, კუნთები უნდა „გახურდეს“.
მუხლის ტრავმები
როგორც წესი, მუხლის დაზიანება ხდება არა მხოლოდ დაცემისას, არამედ ძლიერი მოკრუნჩხვის დროსაც. მენისკის გაწყვეტა ყველაზე ხშირად ემართებათ ცეკვის, სამთო-სათხილამურო სპორტის და სირბილის მოყვარულებს. ამასთან, ტკივილი ძლიერი არ არის, მაგრამ მოძრაობის დროს მუხლები შეიძლება მუდამ წიწკნიდეს და „ტკაცუნობდეს“. მუხლის დაზიანებების პროფილაქტიკური ზომების სახით ექიმები გვთავაზობენ გაჭიმვის ვარჯიშებს. თანაც, ეს არა მხოლოდ ძირითადი ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს, არამედ მათ შემდეგაც – კუნთები არა მხოლოდ გასახურებელია ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე, არამედ მოსადუნებელია მათ შემდეგ.
იდაყვის და მაჯის ტრავმები
„ჩოგბურთელის იდაყვი“ და „გოლფის მოთამაშის იდაყვი“ – ასე პირობითად უწოდებენ დაზიანებებს, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნას სპორტში ხელის განმეორებადი მოძრაობების შედეგად. „ჩოგბურთელის იდაყვი“ – ეს არის იმ მყესების ანთება ან გაწყვეტა, რომლებიც აერთიანებენ წინამხრის გარე ნაწილის კუნთებს და იდაყვის გარე ნაწილის ძვლოვან შვერილს. ეს ტრამვა ხშირად ახასიათებს ჩოგბურთის, ბადმინტონის მოთამაშეებს, მათ, ვინც გატაცებულია წყლის თხილამურით, მშვილდოსნობით ან უბრალოდ სიმძიმეების აწევა უწევს.
ე.წ. „გოლფის მოთამაშის იდაყვი“ – ეს არის იმ მყესის ანთება ან გაწყვეტა, რომელიც აკავშირებს წინამხარის შიდა ნაწილის კუნთებს და იდაყვის შიდა ნაწილის ძვლოვან შვერილს. ეს დაზიანება ხშირად გამოწვეულია ხელის მოხრის კუნთების არასაკმარისი განვითარებით და არასწორად შესრულებული დარტყმებით.
მხრის ტრავმები
მხრის ტრავმები ხშირად ემართება მათ, ვინც სპორტის ძალოვან სახეობებში არის ჩართული, მაგალითად, ძალოსნობა. ტრავმის თავიდან აცილება შესაძლებელია ბრუნვითი კუნთების გაძლიერების გზით.
როგორ ვუშველოთ თავს სპორტული ტრავმის დროს?
სპორტული დაზიანებებით გამოწვეული კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს, ტრავმატოლოგები არ გვირჩევენ დიდი ხნის განმავლობაში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას, რადგან მათ უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს. ამის ნაცვლად, უმჯობესია გამოვიყენოთ ადგილობრივი საშუალებები, მაგალითად, მალამო „კაპსიკამი®“. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიურ ნივთიერებებს ანთების საწინააღმდეგო, შემთბობი, სისხლძარღვთა გამფართოებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია.
სპეციფიური აპლიკატორის დახმარებით, პრეპარატი გარკვეული დროით დაიტანება კანზე. საშუალება სწრაფად შეიწოვება და სულ რაღაც რამდენიმე წუთის შემდეგ იწვევს სითბოსა და მცირეოდენი წვის შეგრძნებას, ამასთანავე მნიშვნელოვნად მცირდება ტკივილის სინდრომი და კუნთების დაძაბულობა. ცოტა ხნის შემდეგ, მალამო უნდა მოიცილოთ ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჯერებული ბამბის ტამპონით. საშუალების წყლით ჩამობანა რეკომენდებული არ არის: წყალი ხელს უწყობს გახურების ეფექტის გაძლიერებას. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მალამო დაზიანებულ კანზე, რადგან წვა გაუსაძლისი გახდება. ხოლო კუნთებზე ასეთი საშუალების წასმა ძალზედ მიზანშეწონილი იქნება ვარჯიშის წინ – ეს კარგად გაახურებს თქვენს კუნთებს.
გახსოვდეთ, რომ სპორტული დატვირთვები თქვენს ძალებს არ უნდა აღემატებოდეს, გადაჭარბებით ნუ აღიქვამთ საკუთარ შესაძლებლობებს. დატვირთვა თანდათან უნდა გაზარდოთ – მაშინ, როდესაც თქვენი სხეული ამისთვის მზად არის.