ტკივილის ვიზუალური ანალოგური სკალა (ვას)

ამ მარტივი ტესტის დახმარებით თქვენ შეძლებთ ტკივილის სინდრომის სიმწვავისა და ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი დინამიკის უფრო ობიექტურად შეფასებას, ასევე შეძლებთ მიიღოთ მარტივი რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ზურგის და სახსრების ტკივილის დაძლევაში.

ტესტის ინსტრუქცია:

1
მყუდროდ მოკალათდით და მოიხსენით დაძაბულობა
2
ქვემოთ მოცემულია ტკივილის ვიზუალური ანალოგური სკალა. ზემოთ განლაგებულია გამოსახულებები, რომლებიც ტკივილის დემონსტრირებას ახდენს, მათ ქვეშ კი ტკივილის აღწერილობა. დააწკაპეთ იმ გამოსახულებას, რომელიც შეესაბამება მოცემულ მომენტში ტკივილის თქვენს პირად შეგრძნებებს (ზურგში და სახსრებში). ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ ტკივილის სიძლიერის დონე ქულებით. განმეორებითი შეფასების დროს შეადარეთ ეს მაჩვენებელი ტკივილის მაჩვენებელს მკურნალობის დაწყებამდე.
3
გაეცანით რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ზურგის ან/და სახსრების ტკივილთან გამკლავებაში.
  • ტკივილის არ არის
  • მსუბუქი ტკივილი
  • ზომიერი ტკივილი
  • ძლიერი ტკივილი
  • აუტანელი
    ტკივილი

ტკივილი არ არის

თქვენი სახსრები და ზურგი კარგ მდგომარეობაშია. რეკომენდებულია მიირთვათ სახსრებისთვის სასარგებლო პროდუქტები და ყოველდღიურად გააკეთოთ ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს ზურგის და სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ჩვენს სტატიებსა და სასარგებლო რჩევებში.

მსუბუქი ტკივილი

რეკომენდებულია ადგილობრივი თერაპია პრეპარატების (ვიპროსალი В® მალამო, კაპსიკამი® მალამო, ვალუსალი® გელი) გამოყენებით ზურგის და სახსრების ტკივილის მკურნალობისათვის (1-2 ჯერ დღეში, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში), ზურგისა და სახსრების სამკურნალო ყოველდღიური ვარჯიშის კომპლექსის შესრულება. უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ჩვენს სტატიებსა და სასარგებლო რჩევებში.

ზომიერი ტკივილი

რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ადგილობრივი პრეპარატების (ვიპროსალი В® მალამო ან კაპსიკამი® მალამო ან ვალუსალი® გელი) რეგულარული გამოყენება 2-3-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში - გარეგანი პრეპარატის შეცვლა (განმეორებითი კურსი 10-14 დღე). საჭირო საშუალების შერჩევაში დაგეხმარებათ პრეპარატისშერჩევის ტესტი. პრეპარატისშერჩევის ტესტი.

რეკომენდებულია სპეციალისტის კონსულტაცია, რომელმაც შეიძლება დაგინიშნოთ შიგნით მისაღები არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნიმესულიდი ან სხვ.)მოკლე კურსი (5-7 დღე) ან შეგირჩიოთ მკურნალობის კომპლექსური სქემა.

ძლიერი ტკივილი

ტკივილის ლოკალიზაციის მიხედვით: თუ ტკივილი ზურგშია - „კაპსკამის®“ მალამო (2-3-ჯერ დღეში 10 დღემდე ხანგრძლივობით), თუ ტკივილი კუნთებშია - „ვალუსალის®“ გელი (2-3-ჯერ დღეში 10 დღემდე ხანგრძლივობით), თუ ტკივილი სახსრებშია - „ვიპროსალი В®“ მალამო (1-2 ჯერ დღეში 14 დღემდე ხანგრძლივობით). საშუალების შერჩევაში პრეპარატის შესარჩევი ტესტი პრეპარატის შესარჩევი ტესტიდაგეხმარებათ.

„სასწრაფო დახმარების“ სახით შეგიძლიათ შიგნით მიიღოთ აფთიაქში ექიმის რეცეპტის გარეშე გაყიდვაში არსებული, ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ერთი ტაბლეტი.

ნაჩვენებია სპეციალისტის კონსულტაცია, რომელმაც შეიძლება დაგინიშნოთ შიგნით მისაღები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნიმესულიდი ან სხვ.) მოკლე კურსი (5-7 დღე) ან შეგირჩიოთ მკურნალობის კომპლექსური სქემა.

აუცილებელია ექიმის დახმარება

ექიმის მოსვლამდე ჰორიზონტალური პოზიცია მიიღეთ, რათა შემცირდეს დატვირთვა ხერხემალზე. შესაძლებელია, დაგჭირდეთ წოლითი რეჟიმი 2-3 დღის განმავლობაში.

ტკივილის ლოკალიზაციის მიხედვით: თუ ტკივილი ზურგშია - „კაპსკამის®“ მალამო (2-3-ჯერ დღეში 10 დღემდე ხანგრძლივობით), თუ ტკივილი კუნთებშია - „ვალუსალის®“ გელი (2-3-ჯერ დღეში 10 დღემდე ხანგრძლივობით), თუ ტკივილი სახსრებშია - „ვიპროსალი В®“ მალამო (1-2 ჯერ დღეში 14 დღემდე ხანგრძლივობით). საშუალების შერჩევაში დაგეხმარებათ პრეპარატის შესარჩევი ტესტი.

„სასწრაფო დახმარების“ სახით შეგიძლიათ შიგნით მიიღოთ აფთიაქში ექიმის რეცეპტის გარეშე გაყიდვაში არსებული, ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ერთი ტაბლეტი (არაუმეტეს დღეში 2-3-ჯერ).

კომპლექსური თერაპიის და მკურნალობის ოპტიმალური კურსის დანიშვნა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატების გამოყენებით შეუძლია მხოლოდ მკურნალ ექიმს.

შეარჩიე წამალი