სახსრის ტკივილი: მიზეზები, პროფილაქტიკა, მკურნალობა
მოდით , იმის გასაგებად, თუ რამდენად ხშირად აწუხებს ადამიანებს სახსრების ტკივილი, სტატისტიკას მივმართოთ. სამეცნიერო სტატიაში „სასახსრე ჩივილების გავრცელება ქ. ივანოვოს მოსახლეობაში“ ს. ე. მიასოედოვამ, ე. ა. კოჟევნიკოვამ, ნ. ვ. კორიაგინამ, ე. ა. სურიკოვამ და ე. ე. მიასოედოვამ გაგვიზიარეს კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა ქ. ივანოვოს, 18-დან 90 წლამდე ასაკის ზრდასრულ მოსახლეობაში. კვლევის ჩასატარებლად რუსეთის სამედიცინო აკადემიის სახელმწიფო დაწესებულების – რევმატოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს სკრინირების ანკეტა. კვლევაში 4000 ადამიანი მონაწილეობდა. შედეგები მიუთითებს მუხლებში ან/და მენჯ-ბარძაყის სახსრებში ტკივილების მაღალ გავრცელებაზე (39% რესპოდენტი). მუშათა კატეგორიაში სახსრებში ტკივილზე ჩივილები უფრო ხშირი იყო, ვიდრე მოსამსახურეთა კატეგორიაში. ეს გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ პროფესიული საქმიანობა შეიძლება განვიხილოთ როგორც სახსრების პათოლოგიის განვითარების რისკ-ფაქტორი.
აღსანიშნავია, რომ ართრალგია (სახსრების ტკივილი) შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება, ან შეიძლება იყოს სხვა დაავადებების წინამორბედი მოვლენა (მაგ., ოსტეოართროზი, სტილის სინდრომი, შეგრენის დაავადება და სხვ.).
სახსრებში ტკივილის მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- არასათანადო კვება;
- ჭარბი წონა;
- უმოძრაო ცხოვრების წესი;
- სხვადასხვა დაავადებები (მაგალითად, ართრიტი, ართროზი, პოდაგრა და სხვ.);
- დეპრესია და/ან მუდმივი განცდა და სტრესული სიტუაციები;
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები;
- ზედმეტი გადაციება.
სახსრების ტკივილების პროფილაქტიკა:
თუ პროფილაქტიკურ ზომებს დროულად მიიღებთ, შეძლებთ ართრალგიის თავიდან აცილებას. ასე რომ, სახსრებში ტკივილის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
- სახსრებისთვის გამოსადეგი სათანადო კვების დაცვა. ეს არ არის დიეტა, რომელიც საკმარისია დაიცვათ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს არის კვების რაციონი, რომელიც თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. ვიტამინები C, D და E, კალციუმი – ეს არის თქვენი სახსრების მეგობრები. უპირატესობა მიანიჭეთ თევზს და ზღვის პროდუქტებს, დილაობით მიირთვით შვრიის ფაფა, შეწყვიტეთ საკვებში მარილის ჩამატება, ტკბილეული შეცვალეთ გამხმარი გარგარითა და შავი ქლიავით.
- გააკონტროლეთ თქვენი წონა. სახსრებისთვის საშიშია, როგორც ჭარბი, ასევე არასაკმარისი წონა. გამოიყენეთ სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი კალკულატორი ესეც ლინკია, ის დაგეხმარებათ ირიბად შეაფასოთ, არის თუ არა თქვენი სხეულის წონა ნორმალური.
- დაიცავით მოძრაობის ოპტიმალური რეჟიმი. იყოლიეთ ძაღლი და ფეხით ისეირნეთ მასთან ერთად სამჯერ დღეში. თუ არ აგვიანებთ, ჩამოდით ტრანსპორტიდან ერთი ან ორი გაჩერებით ადრე დანიშნულების ადგილამდე და დარჩენილი მანძილი ფეხით გაიარეთ. დაიწყეთ დილა სამკურნალო ვარჯიშით (სამკურნალო ვარჯიშის კურსის დანიშვნა მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია). გააკეთეთ სამსახურში შესვენება ყოველ 45-60 წუთში, გამოიყენეთ ეს დრო იმისათვის, რომ წამოდგეთ მაგიდიდან და ცოტათი ამოძრავდეთ. დაკავდით ცურვით – ეს არა მხოლოდ სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, არამედ განწყობასაც აგიმაღლებთ, საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ დაძაბული სამუშაო დღეების შემდეგ ან შეხვდეთ ახალ დღეს განახლებული ძალებით.
- იზრუნეთ საკუთარ თავზე – თავიდან აიცილეთ ყოველგვარი თრავმა. ნუ ჩაერთვებით სპორტის ტრავმატულ სახეობებში (მაგალითად, სამთო-სათხილამურო და კრივი). ატარეთ კომფორტული, ნაკლებად სრიალა ფეხსაცმელი. მოერიდეთ მაღალქუსლიან (5 სმ-ზე მეტი) ფეხსაცმელს. თუ ქუჩა მოყინულია ნელი ნაბიჯებით იარეთ, მოერიდეთ დაცემას, ხოლო თუ გრძნობთ რომ ეცემით, ისწავლეთ სწორად დაეცემა – ტრავმები მინიმუმამდე რომ დაიყვანოთ (დაჯგუფდით – მოკეცეთ ფეხები მუხლებში, თავი ნიკაპით მჭიდროდ მიადეთ ფეხებს, ხოლო იდაყვები – გვერდებს).
- ჩაიცვით ამინდის მიხედვით. თავიდან აიცილეთ ზედმეტი გადაციება (ჰიპოთერმია), ფეხები სითბოში შეინახეთ. გაიხსენეთ ბავშვობა, მაშინ არასოდეს გავიწყდებოდათ ქუდი, ხელთათმანი და შარფი.
- იზრუნეთ საკუთარ ნერვებზე. ადამიანების უმეტესობა სათანადოდ არ აფასებს სწორი ფსიქოლოგიური განწყობის მნიშვნელობას. რაც სამწუხაროა, ის ხომ პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე. შეხედეთ პრობლემებს სხვა კუთხით. შეგიძლიათ პრობლემის მოგვარება – მოაგვარეთ, თუ არა, ნუ ნერვიულობთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი ნერვიულობა საქმეს არ შველის. ისწავლეთ პოზიტიურად ფიქრი, თითოეული სიტუაციისგან გამოცდილება მიიღეთ. გარშემო ისეთი ადამიანები იყოლიეთ, ვინც გაგამხნევებთ. შეიგნეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტუაცია, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, არამედ თქვენი რეაქცია ამ სიტუაციაზე.
- ართრალგიის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ნებისმიერი ტკივილი (ძლიერი, ზომიერი, სუსტი, მწვავე, უწყვეტი, დაჭიმული, პულსირებადი, და ა.შ.) ერთ ან მეტ სახსარში, შეშუპება სახსრის არეში, სახსრის სიწითლე, სახსრების დეფორმაცია.
სახსრების ტკივილის მკურნალობა:
თუ დარწმუნებული ხართ, რომ სახსრის ტკივილი ერთჯერად ხასიათს ატარებს (მაგალითად, ფიზიკური გადატვირთვის გამო), შეგიძლიათ თავად, სხვისი დახმარების გარეშე, გაუმკლავდეთ მას, რისთვისაც უნდა შეარჩიოთ კარგი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის (მაგალითად, კაპსიკამი®, ვალუსალი® ან ვიპროსალი®), დაიცავით კვების რეჟიმი, რომელიც სასარგებლოა სახსრებისთვის და დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი.
თუ ასეთი რეჟიმის დაცვიდან 10 დღის შემდეგ კვლავ ტკივილს გრძნობთ, მიმართეთ თერაპევტს, რომელიც სპეციალისტთან მიმართვას მოგცემთ.
ნუ უგულებელყოფთ საკუთარ ჯანმრთელობას – თუ ტკივილი არ გაგივლით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.