ამინდი ადამიანის განწყობაზე გავლენის მქონე ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი საბჭოთა ფილმის სიმღერაში ნათქვამია: „ბუნებას ცუდი ამინდი არ აქვს…“, – ბევრი ადამიანი ამას, სამწუხაროდ, ვერ დაეთანხმება, რადგან მათი კეთილგანწყობა პირდაპირ დამოკიდებულია მეტეროლოგიურ გარემოზე.
სტატისტიკის თანახმად, მეტეო-მგრძნობელობით გამოირჩევა მსოფლიოს ქალების თითქმის ნახევარი და მამაკაცთა მესამედი ნაწილი. განსაკუთრებით მწვავედ ტემპერატურის, ტენიანობისა და წნევის ცვლილებებზე, რეაგირებენ ის ადამიანები, რომლთაც აწუხებთ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პრობლემები. გარემო პირობების ცვლილებაზე ასეთ მტკივნეულ რეაქციას ეწოდება მეტეოპათია (ბერძნულიდან «meteo» – „ამინდი“ და «pathos» – „დაავადება“). ასაკთან ერთად, მეტეოპათია ძლიერდება, ამიტომ ახალგაზრდები ხშირად დასცინიან თავიანთ ხანდაზმულ ნათესავებს, რადგან ჰგონიათ, რომ ეს მათი უბრალო ახირებაა, ვიდრე რეალური პრობლემა. თუმცა, ეს ასე არ არის, და სახსრების ტკივილი ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ცრემლების შეკავებაც კი უჭირს.
რა არის ამის მიზეზი? რატომ არის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პრობლემები ასე ძლიერ დაკავშირებული ამინდის პირობებთან?
საქმე იმაშია, რომ ადამიანის ძვლები და სახსრები ნერვების წნურით არის გამსჭვალული, რის წყალობითაც ხორციელდება მათი ინერვაცია, მგრძნობიარობისა და მოძრაობის (რეფლექსური, არარეფლექსური) უზრუნველყოფა. დაავადების განვითარებასთან ერთად ზიანდება არა მხოლოდ სახსრები, არამედ ნერვული დაბოლოებებიც. ისინი უკიდურესად გაღიზიანებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რის გამოც მწვავედ აღიქვამენ გარემოში არსებულ ყველა ცვლილებას, და ტკივილის იმპულსების სახით გადასცემენ მათ სახსრებს. განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან ამას ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადებები და ძველი ტრავმები. ჰაერის გაზრდილი ტენიანობა და ტემპერატურის მერყეობა აძლიერებს ნეგატიურ მდგომარეობას, ამწვავებს ტკივილის სინდრომს. მაღალი ატმოსფერული წნევა განაპირობებს დაავადებული სახსრის ღრუში წნევის მომატებას, მისი შეშუპების მომატებას, და, შესაბამისად, ტკივილს. მეტეო-პარამეტრების ნორმალურ მაჩვენებელთან დაბრუნებასთან ერთად, ტკივილის სიმპტომებიც ქრება.
მდგომარეობის შესამსუბუქებლად ძალიან ბევრი ადამიანი ხალხური მედიცინის ისეთ მეთოდებს მიმართავს, როგორიცაა აბანო და ცხელი აბაზანები. მაგრამ ეს არ არის ბოლომდე სწორი, რადგან წყლის ამგვარ პროცედურებს ნერვული დაბოლოებების უფრო მეტი შეშუპების და, შესაბამისად, ტკივილის გაძლიერება შეუძლია. ამ თვალსაზრისით, სპეციალისტები გვირჩევენ, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სახით, გველის შხამის საფუძველზე დამზადებული, ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მალამოების გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, „ვიპროსალი В®“. პრეპარატის შემადგენლობაში შედის გველგესლას შხამი, სალიცილის მჟავა, სკიპიდარი და ქაფური. ყველა ეს კომპონენტი არა მარტო ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენენ, არამედ, ასევე, უზრუნველყოფენ სისხლის კარგ მიწოდებას გაღიზიანებულ ნერვულ დაბოლოებებში და ამით აუმჯობესებენ მათ კვებას.
ნებისმიერ ამინდში კარგი განწყობის შენარჩუნება – მარტივია, ხოლო გველის შხამის საფუძველზე დამზადებული მალამოები დაგეხმარებათ ამაში.