თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურად მილიონობით სხვადასხვა კვლევა ტარდება – სასარგებლო და არც ისე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მეცნიერთა ჯგუფი სერიოზულად შეისწავლიდა… თითების ტკაცუნს. უფრო მეტიც, თავიანთი ნაშრომისთვის, 2009 წელს, მათ ნობელის პრემია დაიმსახურეს მედიცინის დარგში, როდესაც დაამტკიცეს, რომ ეს „ტკაცუნი“ უვნებელია.
ტკაცუნი: ნორმაა თუ არა?
სინამდვილეში, სახსრების ტკაცუნი, განსაკუთრებით კი თითების ტკაცუნი, შეიძლება იყოს ნორმა. ეს ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას – კავიტაციის პროცესები, ანუ გაზის ბუშტის ფორმირება და გასკდომა სასახსრე სითხეში. ამ შემთხვევაში, ტკაცუნი უფრო იშვიათია (არაუმეტეს 3-4-ჯერ საათში), ხოლო ტკივილს კი ან რაიმე არასასიამოვნო შეგრძნებას საერთოდ არ ექნება ადგილი.
მედიცინაში არსებობს ასევე ასეთი ცნება, როგორიცაა სახსრების ჰიპერმობილობა. ეს შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი თავისებურებაა, რომლის დროსაც მომატებული მოქნილობა და სახსრების მობილურობა აღინიშნება, რის ხარჯზეც თითებს, ხელებს, ფეხებს შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანისთვის უჩვეულო არაბუნებრივი პოზიციის მიღება. ადგილზე დაბრუნებისას, ისინი დამახასიათებელ ტკაცუნს გამოსცემენ, თუმცა კვლავ ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე.
როდესაც ტკაცუნი – დაავადების სიმპტომია
თუმცა, სამწუხაროდ, ტკაცუნი, ზოგჯერ, სახსრების დაზიანების ერთ-ერთი ნიშანია. მაგალითად, ასეთი სიმპტომი დამახასიათებელია ართრიტისა და ართროზისთვის. ამ შემთხვევებში პაციენტი ექიმს უჩივის ტკაცუნზე, რომელსაც თან ახლავს მტკივნეული შეგრძნება (შეიძლება ადამიანმა თითოეული მოძრაობისას „იტკაცუნოს“).
უსიამოვნო სიმპტომატიკას იწვევს „მარილების დაგროვებაც“, სამედიცინო ენაზე, ოსტეოქონდროზი. ხრტილების გამკვრივება იწვევს სახსრების მოძრაობის შეზღუდვას, რაც განაპირობებს ტკივილსა და ტკაცუნს.
ასევე ექიმ-ორთოპედთან მიღებაზე „ტკაცუნობენ“ ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ტრავმები (ძვლების გაბზარვა და მოტეხილობები, ხრტილების დაზიანება და ა.შ.). სახსრის მიმდებარე ქსოვილების ანთება იწვევს სიმკვრივესა და მოძრაობების შეზღუდვას, ტკივილს და ტკაცუნს.
მკურნალობა
სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში ყველა დაავადება წლიდან წლამდე ახალგაზრდავდება. და თუ ადრე ტკაცუნზე ჩივილებით ორთოპედთან მოხუცები დადიოდნენ, ახლა ექიმის კაბინეტთან რიგში ძალიან ახალგაზრდა პაციენტებსაც დაინახავთ. ეს განპირობებულია არასწორი კვებით, ჰიპოდინამიით და სტრესებით – მრავალი მიზეზი არსებობს, შედეგი კი ერთია – საჭიროა მკურნალობა.
უფრო ხშირად, ექიმი უპირატესობას ანიჭებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გააჩნია, რის წყალობითაც პაციენტი შვებას გრძნობს. თუმცა, ამ პრეპარატებს გვერდითი მოვლენების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი აქვთ, ამასთან, დიდხანს მათი გამოყენება არ შეიძლება.
თანამედროვე ექიმების არსენალში არსებობს მეტად უსაფრთხო, და ამავდროულად არანაკლებ ეფექტური პრეპარატები – ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მალამოები და გელები. მაგალითად, გამახურებელი ეფექტის წყალობით, პრეპარატი „კაპსიკამი®“ აღმოფხვრავს დაავადების გამოვლინებებს და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. პრეპარატის გამოყენება ძალიან ადვილია – კომპლექტში შემავალი სპეციალური ფითხის გამოყენებით, მცირე რაოდენობის მალამო ისმევა „დაზიანებული ზონის“ კანზე მოკლე დროით, შემდეგ იწმინდება მცენარეულ ზეთში (არა წყალში) დასველებული ტამპონით.
ესე იგი, სახსრების ტკაცუნი შეიძლება არც ისე უწყინარი სიმპტომი იყოს, და ექიმთან მიმართვის აუცილებლობის მანიშნებელი განგაშის ზარი. დროულ მკურნალობას შეუძლია დაუბრუნოს სახსრებს ადრინდელი აქტივობა და მოძრაობათა თავისუფლება.