1. დალიეთ მეტი წყალი. პოსტულატი, რომლის თანახმადაც ტრენაჟორების ან აერობიკის დარბაზში ვარჯიშის დროს და მის შემდგომ კიდევ ერთი საათის განმავლობაში წყალი საერთოდ არ უნდა დაგველია, ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა. ნელ-ნელა დალიეთ სუფთა უგაზო წყალი მთელი ვარჯიშის განმავლობაში და ვარჯიშის დასასრულს. საქმე იმაშია, რომ წყალი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან მავნე რძის მჟავის განდევნაში.
2. 20-30 წუთით ჩაწექით ზღვის მარილიან თბილ აბაზანაში ან ესტუმრეთ საუნას იმავე ან ვარჯიშის მეორე დღეს. თბილი წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და რძის მჟავის უტილიზაციას. დაგვერწმუნეთ, გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს.
3. ტკივილის შესამცირებლად გამოიყენეთ აფთიაქებში წარმოდგენილი, ტკივილგამაყუჩებელი ერთ-ერთი მალამო, მაგალითად, „კაპსიკამი®“. მალამო მოახდენს ანთების საწინააღმდეგო და შეთბობის ეფექტს, რაც ასე აუცილებელია „მტკივნეული“ კუნთებისთვის. გამოცდილი სპორტსმენები (აგრეთვე პროფესიონალი მოცეკვავეები) გვირჩევენ მალამოს წასმას ვარჯიშის დაწყებამდეც, კუნთების გახურების მიზნით. მალამოს რამდენიმე ხნით ტოვებენ კანზე, შემდეგ იცილებენ მცენარეული ან კოსმეტიკური ზეთით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით. არ არის რეკომენდებული წყლის ან სარეცხი საშუალებების გამოყენება, ისინი უფრო მეტად გააძლიერებენ წვის ეფექტს!
4. სოლი სოლით უნდა ამოაგდო. თუ თქვენ დღეს აქტიურად გაავარჯიშეთ პრესი ან ფეხის ნაკუთალი კუნთები, ხოლო დილით მშვიდად ვერ დადიხართ, ვერ იცინით ან თუნდაც ვერ აცემინებთ (პრესის ირიბი კუნთების ტკივილის გამო), ერთ დღეში განაახლეთ ვარჯიში სწორედ ამ ჯგუფის კუნთებზე დატვირთვით, უბრალოდ ნაკლები წონის გამოყენებით. დარწმუნდებით, რომ ტკივილი უკვე შუა ვარჯიშის დროს გაქრება.
ვიმედოვნებთ, რომ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული ჩვენი რჩევები, დაგეხმარებათ ეფექტურ ვარჯიშში, კუნთებში უსიამოვნო შეგრძნებებისა და ტკივილის გარეშე. სპორტმა ცხოვრებაში მხოლოდ პოზიტიური ემოციები უნდა შემოიტანოს!