ბევრი ადამიანი, რომელთაც აწუხებს სახსრების ტკივილი, ცდილობს თვითმკურნალობით მოირჩინოს თავი. ძალიან ხშირად, დამოუკიდებლად შერჩეულ პრეპარატის სახით გამოდის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. უდავოა, რომ ამ პრეპარატებს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ისინი საშუალებას იძლევა სწრაფად მოვიცილოთ მტკივნეული სიმპტომები. თუმცა, ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც გააჩნია: ყველა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს აქვს სერიოზული უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები, ამიტომ მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი კონტროლის ქვეშ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების უსაფრთხო ალტერნატივის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას გამახურებელი მალამოები, რომლებიც ეფექტურად ხსნის დისკომფორტსა და სახსრების ტკივილს, და არ ავნებს ჯანმრთელობას. მაგალითად, მალამო „კაპსიკამი®“, რომლის ძირითადი მოქმედი ნივთიერებებია ქაფური და სკიპიდარი, რეკომენდებულია როგორც დამოუკიდებელი საშუალება ან კომპლექსური თერაპიის ელემენტი სახსრების ტკივილის დროს. ქაფურისა და სკიპიდარის თვისებების წყალობით, მალამო ზრდის კანის ტემპერატურას, ასტიმულირებს გაცვლით პროცესებს და აფართოებს სისხლძარღვებს. კანის ლოკალური გაღიზიანება იწვევს ტკივილის იმპულსების ბლოკირებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სახსრის ტკივილს ამტანობას. გამახურებელი მალამოებით მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ 10 დღეზე მეტი ხნით მათ გამოყენებას აზრი არა აქვს – თუ ტკივილმა ამ დროის განმალობაში არ იკლო, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, გამოკვლევების ჩასატარებლად.
სახსრების ტკივილი – ეს არის პრობლემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აწუხებდა კაცობრიობას. სახსრების დაავადებების პრევენციაში და ასევე უკვე არსებული პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და დროული მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტური საშუალებებით.