ნეკნთაშორისი ნევრალგია არის „ეშმაკი“ დაავადება, რომელსაც შენიღბვის უნარი გააჩნია. ამ დაავადების სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების გამოვლინებებს ჰგავს. მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად საჭიროა სწორი დიაგნოზის დასმა. ამაში დაგეხმარებათ ექიმი-თერაპევტი. მიუხედავად ამისა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ნეკნთაშორისი ნევრალგიის სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამოვლინებისგან. ერთია – ნევრალგიის გულის ტკივილად მიჩნევა და შეცდომის დაშვება, ხოლო სულ სხვაა, თუ ყველაფერი პირიქით მოხდება – ამ შემთხვევაში, შეცდომა სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება.
იგრძენი განსხვავება
ნევრალგია არის ტკივილი, რომელიც ნერვის გასწვრივ მიედინება. ნეკნთაშორისი ნევრალგიის შემთხვევაში ტკივილის შეგრძნებები ნეკნებს შორის მიდამოზე ვრცელდება, სადაც ნერვები გადის. ტკივილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, როგორიცაა სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე დაახლოებით ამ მონაკვეთში ლოკალიზდება, ასე რომ, მათთვის, ვინც ამ საკითხში გარკვეული არ არის, ძნელია ამ ორი პათოლოგიური მდგომარეობის განსხვავება.
მაშასადამე, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შევძლოთ ნეკნთაშორისი ნევრალგიის განსხვავება გულისა და სისხლძარღვების დაავადებებისგან.
ნეკნთაშორისი ნევრალგია
• ხანგრძლივი ტკივილი შეინიშნება როგორც დღე, ასევე ღამე.
• ტკივილი იზრდება ჩასუნთქვის, ხველების, სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ტკივილი ხანმოკლეა, პერიოდულ ხასიათს ატარებს, გრძელდება 2-10 წუთის განმავლობაში.
• როგორც წესი, ექვემდებარება ნიტროგლიცერინის ტაბლეტით დახშობას.
• ტკივილი არ მატულობს ჩასუნთქვისას და სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში.
• ტკივილს თან ახლავს არტერიული წნევის ზრდა ან შემცირება, პულსის აჩქარება და არითმიები.
თუმცა, ტკივილის გაჩენის შემთხვევაში, რეკომენდებულია მიმართოთ თერაპევტს ელექტროკარდიოგრაფიისა და სხვა გამოკვლევების ჩატარების მიზნით, რათა გამოირიცხოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება.
როგორ ჩავაქროთ ტკივილი ნეკნთაშორისი ნევრალგიის დროს
მას შემდეგ, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე ეჭვი გამოირიცხა, და ექიმი დარწმუნდა იმაში, რომ ტკივილის მიზეზი – ნეკნთაშორისი ნევრალგია არის, შესაძლებელია მკურნალობის დაწყება. თერაპია მდგომარეობს არასასიამოვნო სიმპტომების მოხსნაში და ნევრალგიის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაში. ეს შეიძლება იყოს გაციება, ლიქენი, ნერვული ფესვების მოკუმშვა ოსტეოქონდროზის ან მალთაშორისი თიაქარის შედეგად.
გამწვავების შემთხვევაში პაციენტს სჭირდება წოლითი რეჟიმი, შესაძლებელია, დასჭირდეს გაუტკივარება ნოვოკაინის ინექციების დახმარებით. კარგად მოქმედებს შემთბობი მალამოები ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, მაგალითად, „კაპსიკამი®“. პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად – დაზიანებული ნეკნთაშორისი ნერვების გასწვრივ, იგი ადვილად შეიწოვება და, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისგან განსხვავებით, არ „ურტყამს“ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. იგი შეიცავს ხუთ აქტიურ კომპონენტს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივ-გამაღიზიანებელი, სისხლძარღვთა გაფართოების და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. შვების შემდეგ, მალამო უნდა მოიწმინდოს კანიდან მცენარეული ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონის დახმარებით.
როდესაც ტკივილი ჩაქრება, მიზანშეწონილია რიგი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა: ფიზიოთერაპიული პროცედურები, რეფლექსოთერაპია და სამკურნალო მასაჟი, რასაც შეიძლება დაემატოს B ჯგუფის ვიტამინების მიღება. ექიმი შეარჩევს ინდივიდუალურ მკურნალობას ყველა ცალკეულ შემთხვევაში.