ითვლება, რომ მჯდომარე მუშაობის ძირითადი „გვერდითი ეფექტია“ – კისრის და ზურგის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სისხლის შეგუბებით და კუნთების ზედმეტი დაძაბულობით. თუმცა, კომპიუტერიზაციის ათასწლეულში, ახალი დაავადებაც გაჩნდა, რომელიც აქამდე არ არსებობდა – ე.წ. გვირაბის სინდრომი, ან მაჯის არხის სინდრომი.
მტკივნეული სინდრომი, რომელიც იწვევს თითების გაშეშებას და ხელის მტევნების მოძრაობის შეზღუდვას, ვითარდება შუა ნერვის შეკუმშვის შედეგად. მდგომარეობა, რომლის დროსაც ნერვი მუდმივად შეკუმშულია (მიჭყლეტილია), ხანგრძლივი წვრილმანი სამუშაოს დროს ჩნდება, მაგალითად, კლავიატურაზე ტექსტის ბეჭდვა ან მაუსით მუშაობა.
ოფისის თანამშრომლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გვირაბის სინდრომის სიმპტომებს აღნიშნავს ყოველი მეექვსე თანამშრომელი. ყველაზე ხშირად აღწერილობაში ჩანს:
1. ხელის თითების გაშეშება;
2. მწვავე ტკივილი, თითების „კრუნჩხვით“;
3. თითების უეცრად მოდუნება, რომელიც ხელიდან საგნების ვარდნას იწვევს;
4. ხანგრძლივი ტკივილი მაჯიდან თითის ბოლო ფალანგამდე;
5. მტევნის ტკივილი მცირე ძალისხმევის შემთხვევაში.
მაჯის არხის სინდრომთან ბრძოლა მდგომარეობს დაავადების სწორ კომპლექსურ პროფილაქტიკაში. უპირველესყოვლისა, მაუსთან და კლავიატურასთან მუშაობისას შესვენების გაკეთება და ხელების გავარჯიშება ყოველ ერთ საათშია საჭირო. გაიხსენეთ ბავშვობიდან: „ვწერეთ, ვწერეთ, თითები დაგვეღალა…“. შეიძლება ასევე მაჯის მასაჟის გაკეთება, ესპანდერის, გუტაპერჩის ბურთის გამოყენება. ასევე, აუცილებელია სამუშაო ადგილის ისე მოწყობა, რომ მტევანსა და მხარს შორის კუთხე 20 გრადუსზე არ ფიქსირდებოდეს – ეს ყველაზე მავნე პოზიციაა. ამასთან, შაბათ-კვირის და საღამო საათები ისე უნდა გაატაროთ, რომ მაჯა რაც შეიძლება ნაკლები დროით იყოს ფიქსირებულ მდგომარეობაში.
ტკივილის შესამსუბუქებლად, ძალიან ბევრი ადამიანი დიკლოფენაკის საფუძველზე დამზადებულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს იყენებს – ამ პრეპარატების ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დამტკიცებულია. სამწუხაროდ, ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენები სერიოზულად აზიანებს ღვიძლის, თირკმლების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას, და შეუძლია გასტრიტის ან წყლულის პროვოცირებაც. სწორედ ამიტომ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნას ცდილობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფრო ლმობიერი მეთოდები უძლურია.
კერძოდ, გვირაბის სინდრომი ასეთ ძლიერ ზემოქმედებას არ საჭიროებს. ტკივილის სინდრომის გაჩენისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემთბობი ეფექტის მქონე მალამოები, მაგალითად, „კაპსიკამი®“. ტკივილგამაყუჩებელი და შემთბობი ეფექტი ეხმარება მოდუნებას, სპაზმის შემცირებას, კუნთების ტროფიკის გაუმჯობესებას.
რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრება რთული წარმოსადგენია კომპიუტერის გარეშე, ამიტომაც საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, დაავადების თავიდან აცილებაა.