ნაკლებად მოძრავმა ცხოვრების წესმა, არახელსაყრელმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ მსოფლიოში, მავნე ჩვევებმა და არაჯანსაღმა კვებამ გამოიწვია ის, რომ უკვე 40 წლის ასაკში თანამედროვე ადამიანი მთელი რიგი დაავადებების „ბედნიერი მფლობელი“ ხდება, რაც სულ რაღაც 20-30 წლის წინ მხოლოდ ხანდაზმული ადამიანების ხვედრი იყო.
მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულ დაავადებათა ამ ჯგუფს მიეკუთვნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები. დღეს, სტუდენტებსაც კი აქვს ჩივილები წელის ან კისრის არეში ტკივილებზე. ყოველ დღე იზრდება ართრიტის, ართროზისა და სხვა პათოლოგიების ქრონიკული ფორმებით დაავადებულ საშუალო ასაკის პაციენტთა რაოდენობა. სამწუხაროდ, პაციენტთა უმრავლესობა არ მიმართავს ექიმს, ხოლო ავადმყოფობა, ამ დროს, პროგრესირებას განიცდის, ხოლო იმის წარმოდგენა, თუ რა გართულებები მოჰყვება მას, არც ისე რთულია.
პირველი „ზარები“, როგორც წესი, ახალგაზრდა ასაკში ჩნდება – მკვეთრი, მწვავე ტკივილი ხერხემლის კისრის ან წელის ნაწილებში. არ შეიძლება მსგავსი ნიშნების იგნორირება: პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს ტკივილის ნამდვილი მიზეზი. თვითმკურნალობა ამ შემთხვევაში მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას. ბუნებრივი კითხვა ჩნდება – რა უნდა გააკეთოთ, თუ უეცრად ტკივილი გეწვიათ, და ექიმთან მოხვედრის საშუალება არ გაქვთ? მიუხედავად გავრცელებული მცდარი მოსაზრებისა, სპეციალისტები არ გვირჩევენ მტკივნეული ადგილის გათბობას ან დამოუკიდებლად მასაჟს. პირველ რიგში, უნდა მიიღოთ ყველაზე მოხერხებული პოზა.
მწვავე ტკივილის დათრგუნვისთვის შეგიძლიათ მიმართოთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომელთაც შეუძლიათ ტკივილის შეტევის აღმოფხვრა მიღებიდან 40-60 წუთში. თუმცა, აღნიშნული პრეპარატები ყველასათვის არ არის ნაჩვენები, რადგან მათ ფართო სპექტრის გვერდითი ეფექტები გააჩნია. სწორედ ამიტომ, მეტად უსაფრთხოა გარეგანი გამოიყენოს საშუალებების გამოყენება. თუმცა ისევ უნდა ითქვას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მრავალი სამკურნალწამლო ფორმას არ გააჩნია საკმარისი სამკურნალო ეფექტი. ამიტომ, ექიმები გვირჩევენ გველის შხამის საფუძველზე დამზადებული გარეგანი გამოყენების ადგილობრივი გამაღიზიანებელი პრეპარატების გამოყენებას. მაგალითად, ისეთი პრეპარატები, როგორიცაა „ვიპროსალი B®“, არა მხოლოდ ეფექტურად ხსნის ტკივილს, არამედ ამცირებს ანთებას დაზიანებულ ქსოვილებში, მასში შემავალი გველგესლას შხამისა და ქაფურის წყალობით. სკიპიდარი და სალიცილის მჟავა, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ანტისეპტიკის როლს თამაშობს.
ნებისმიერი ტკივილი – ადამიანის ორგანიზმის სიგნალია, რომელიც ამბობს: „რაღაც არასწორად მიდის, დროა მივიღოთ ზომები“. ამ ნიშნების იგნორირება და უყურადღებოდ დატოვება – დიდი უგუნურობაა, რადგან ხვალ დაავადებას შეიძლება გლობალური შედეგი მოჰყვეს.