მთელს მსოფლიოში ოფისის თანამშრომელთა 50%-ზე მეტი უჩივის მუდმივ თავის ტკივილს. ეს მაჩვენებელი წლიდან-წლამდე იზრდება. ამასთანავე, 100-დან მხოლოდ 5 ადამიანში თავის ტკივილი სერიოზული დაავადებების შედეგს წარმოადგენს, დანარჩენ შემთხვევაში იგი სტრესზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციას წარმოადგენს, და ეწოდება დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი.
საკმარისია, დღეში რამდენიმე საათის გატარება მოუხერხებელ პოზაში, მოდუნების შესაძლებლობის გარეშე, სახისა და კისრის კუნთებისთვის დასვენების შესაძლებლობის მიცემის გარეშე – და შედეგი არ დააყოვნებს. მიუმატეთ ამას ყოველგვარი ფიზიკური აქტივობის არარსებობა, ნერვული დაძაბულობა, დარღვევები კვებაში, ასევე, მოწევა სამუშაო დღის განმავლობაში.
როგორ იქცევა ოფისის მუშაკთა უმეტესობა, როდესაც „თავში ცეცხლის გვერგვის“ ზეწოლას განიცდის? სწრაფი ეფექტის ძიებაში, ძალიან ბევრი ღებულობს ტკივილგამაყუჩებელ ტაბლეტებს – და მშვიდდება მომდევნო „შეტევამდე“. ეს კატეგორიულად არასწორი მიდგომაა, უფრო მეტიც, ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში. იმაში, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში, რა სახის სიგნალებს გვაწვდის ის, ექიმი უნდა გაერკვეს. ამასთანავე, დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის ამოცნობა შემდეგი სიმპტომების მიხედვით შეიძლება:
• შუბლის, საფეთქლის ან კეფის არეში „გამუდმებით“ ტკივილი;
• ტკივილის თანდათანობით გავრცელება ერთი წერტილიდან მთელ თავზე – ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს „ცეცხლის გვერგვის შეკუმშვას“;
• ტკივილი ვლინდება, როგორც მიჩუმებული, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური – შეიძლება ხან გაძლიერდეს, ხან იკლოს, ხოლო შემდეგ კვლავ იმატოს;
• ზოგჯერ ტკივილი მოიცავს კისრის და მხრის კუნთებს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ადამიანი „იჭედება“ ერთ მდგომარეობაში, და ვერც განძრევას ან პოზის შეცვლას ახერხებს. ამის შედეგად, „გამაგრებული“ კუნთები აწვება სისხლძარღვებს და ტვინი არ ღებულობს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს.
როგორც წესი, მკურნალობა ინიშნება ტკივილის წარმოშობის მიზეზების და ტკივილის მიმდინარეობის მიხედვით. თუ ტკივილი წარმოიშვა მომატებული შფოთვის გამო, ექიმი დამამშვიდებელს ნიშნავს. კუნთების დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილ თავის ტკივილს, ეფექტურად ებრძვის სამკურნალო მასაჟი, მცენარეული ჩაი, ფიზიოთერაპია და სპეციალური შემთბობი მალამოები ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. მაგალითად, პრეპარატი „კაპსიკამის®“ შემადგენლობაში ერთდროულად 5 აქტიური კომპონენტი შედის და ის სამი მიმართულებით მოქმედებს – ხსნის ანთებას, აყუჩებს ტკივილს და აფართოებს სისხლძარღვებს. პრეპარატი სითბოსა და წვის შეგრძნებას იწვევს, რის შედეგადაც კუნთების დაძაბულობა რამდენიმე წუთში ქრება. მას შემდეგ, რაც სასურველი ეფექტი მიღწეულია, მალამო კანს უნდა მოვაცილოთ წინასწარ მცენარეულ ზეთში დასველებული ან ცხიმიანი კრებით გაჯერებული ბამბის ტამპონით. თუმცა, ნებისმიერი დაავადების მკურნალობას, მისი პროფილაქტიკა სჯობს. დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის შემთხვევაში ეს არის:
• სამუშაო ადგილის ჰიგიენა – სწორი განათების, კომფორტული სკამის შერჩევა, ოთახის განიავება;
• ერთი სახის სამუშაოდან მეორეზე პერიოდული გადართვა: იდეალური იქნებოდა ყოველ 30-40 წუთში 5 წუთიანი შესვენების გაკეთება მამოძრავებელი აქტივობისათვის (უმჯობესია ამის განხორციელება სუფთა ჰაერზე);
• სამუშაო დღის დაწყებამდე და მის შემდეგ, კონტრასტული შხაპის ან მომადუნებელი აბაზანის მიღება სახლში;
• რეგულარული სპორტული ვარჯიში (არანაკლებ ორჯერ კვირაში);
• სწორი კვება – შეზღუდეთ ალკოჰოლი, ციტრუსი, ტკბილეული, ნახევარფაბრიკატები.
ნუ დაელოდებით მანამ, სანამ თავის ტკივილი თავს იჩენს – უმჯობესია წინასწარ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. და სწორედ მაშინ, დაგვერწმუნეთ, ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით სხეულის მხნეობითა და აზროვნების სიცხადით.