გაბმული, მწვავე, ყრუ, მფეთქავი… ყველაფერი ეს სხვადასხვა სახის ტკივილია, რომელიც ბევრ ჩვენგანს უეცრად შეიძლება დაატყდეს თავს. კვლევებმა აჩვენა, რომ ზურგის ტკივილი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტკივილია. მასთან შედარებით კბილის ტკივილიც კი უფრო იშვიათია. ნაწილობრივ ამას ხელს უწყობს ხერხემლის სვეტის მყიფე სტრუქტურა, ნაწილობრივ ცხოვრების წესი, ასაკი და მავნე ჩვევები. მოდით ვცადოთ ზურგის ტკივილის ძირეულ მიზეზებსა და წარმოშობაში გარკვევა.
ზურგის ტკივილის განვითარებისა და გაჩენის უამრავი გამომწვევი მიზეზი არსებობს. ისინი შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებთან, და გვერდითი პრობლემების შედეგს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ზურგის ცუდი დაჭერა რამდენჯერმე ზრდის ზურგის დაავადებების გაჩენის რისკს. ხშირად, სწორედ ეს ფაქტორი, ჭარბ წონასთან კომბინაციაში, განმსაზღვრელ მოქმედებას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიების განვითარებაზე. მკვეთრი, ფუჭი მოძრაობები, სიმძიმეების აწევა, ფიზიკური დატვირთვები – ყველაფერი ეს ზურგის ტკივილის განვითარებას იწვევს.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებებს, მაგალითად, ოსტეოქონდროზს, ასევე თან სდევს ეს სიმპტომი. ტკივილი, ამ შემთხვევაში, მთავარი სიმპტომია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ხერხემლის ნებისმიერი დაავადება.
ძალიან ხშირად შინაგანი ორგანოების პათოლოგიები ასევე იწვევს აუტანელ ტკივილებს ზურგის არეში. ეს შეიძლება იყოს თირკმლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მცირე მენჯის ორგანოების და სხვ. დაავადებები. რაც არ უნდა იყოს ზურგის ტკივილის მიზეზი – აუცილებელია მისი დროულად გამოვლენა და რაც შეიძლება ადრე ეფექტური მკურნალობის დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული შედეგები არ დააყოვნებს. მსგავსი ისტორიების მრავალი მაგალითი არსებობს. ცხოველების წარმატებული მწვრთნელი ედგარ ზაპაშნი, დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ზურგის ტკივილით. მიუხედავად ამისა რამდენიმე წლიანი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მსახიობს ტკივილის გამო გაეუქმებინა გამოსვლა. მაგრამ, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა – ცირკის მსახიობს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. თუმცა, მკურნალობა დროულად რომ ჩატარებულიყო – შეიძლებოდა ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება.
ზურგის ტკივილი შეიძლება ატარებდეს ხანმოკლე ხასიათს და არ იწვევდეს სერიოზულ დისკომფორტს. თუმცა, თუ 3-5 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ აღინიშნება, სხეულის ტემპერატურა მერყეობს 37-37,5°C ინტერვალით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. პრაქტიკაში, ხშირად გვხდება ზურგის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, ღებინება ან დიარეა, შარდვის დარღვევები, კიდურების გაშეშება. ყველაფერი ეს სიმპტომებია, რომლებიც მიუთითებს სერიოზული დაავადებების განვითარებაზე, და საჭიროებს სპეციალისტთან დაუყოვნებლივი დიაგნოსტიკის გავლას.
უდავოა, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა საკუთარ წესებს გვკარნახობს. და სანამ ადამიანი ჩაწერით ექიმთან მოხვდება, შეიძლება არაერთი დღე გავიდეს. საბედნიეროდ, აფთიაქებს ზურგის ტკივილის მოსახსნელად ეფექტური საშუალებების ფართო ასორტიმენტი გააჩნიათ. მაგალითად, მალამო „კაპსიკამი®“, რომელიც თავის შემადგენლობაში 5 აქტიურ კომპონენტს შეიცავს, რომელთა მოქმედება მიმართულია კუნთების ტროფიკის გაუმჯობესებაზე, მალამოს წასმის ადგილზე სისხლის მიმოქცევის მომატების ხარჯზე. შემთბობი და მომადუნებელი მოქმედების გამო, მალამო ხშირად გამოიყენება დაჟეჟილობის, დაჭიმვების და სხვა დახურული ტრავმების დროს. მალამოს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განაპირობებს მის გამოყენებას ოსტეოქონდროზის და სხვა სახის ართროზების დროს, ანუ იმ დაავადებათა სიაში, რომელთაც თან ახლავს ანთებითი პროცესი. პრეპარატი კანზე ხანმოკლე პერიოდით ისმევა, შემდეგ კი იწმინდება მზესუმზირის ზეთით ან ცხიმიანი კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით.
არ მისცეთ ტკივილს შეტევის საშუალება. ებრძოლეთ მას და გიხაროდეთ თითოეული თქვნი მოძრაობა.