შფოთვითი აშლილობების თვითშეფასების ტესტი
შემუშავებულია ფსიქიატრ უილიამ ზუნგის მიერ
______________________________________________________________________
დღემდე კლინიცისტების მიერ დაგროვილია უამრავი სამეცნიერო მონაცემი, რომელიც ადასტურებს ემოციების არსებით გავლენას ტკივილის აღქმაზე. დამტკიცებულია, რომ შფოთვის მაღალი დონე განაპირობებს ტკივილის ინტენსივობის მომატებას.
გთავაზობთ შფოთვითი აშლილობების თვითშეფასების ტესტის გავლას, რომელიც შემუშავებულია ფსიქიატრ უილიამ ზუნგის მიერ. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, თქვენ შეძლებთ საკუთარი შფოთვის და სტრესგამძლეობის დონის განსაზღვრას.
შეგახსენებთ, რომ შემოთავაზებული სკალა არ წარმოადგენს დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტს. დიაგნოზის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
ტესტში შემოთავაზებულია 20 მტკიცება და პასუხის 4 ვარიანტი თითოეული მათგანისთვის. თითოეულ მტკიცებას შეურჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მდგომარეობას ბოლო პერიოდში.