ართროზი სამართლიანად მიიჩნევა საუკუნის ერთ-ერთ დაავადებად, რადგან ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ამ დაავადების მსხვერპლი.
სტატისტიკის მიხედვით, ის ჩვენი პლანეტის მცხოვრებთა დაახლოებით 15% აქვს, ხოლო ზოგიერთი ექიმის აზრით, 60 წლის შემდეგ ამ პრობლემას თითქმის ყველა აწყდება! აღსანიშნავია, რომ ქალებში, ართროზის დიაგნოზი ორჯერ უფრო ხშირად ისმევა, ვიდრე მამაკაცებში. ართროზი წარმოადგენს სახსრების შიგნით ხრტილის შენელებულ დაშლას, რომლის ფონზე ხდება ყველა მიმდებარე ქსოვილის ანთება და ცვლილებები. დაავადების მაღალი გავრცელება აიხსნება მისი წარმოშობის მიზეზებით, უპირველესყოვლისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით და ჰორმონალური დარღვევებით, რომლებიც ხშირად ხდება უმეტეს ადამიანთა ცხოვრებაში. ხანდაზმულობა, ტრავმები, ართრიტები და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება, საბოლოოდ კი – სახსრების არანორმირებული დატვირთვა – თითოეული ამ მიზეზთაგან ცალ-ცალკე ან კომბინაციაში იწვევს ართროზის ფორმირებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიასაც, მაგალითად, პიანისტები და სტენოგრაფისტები განიცდიან ფალანგთაშორისი სახსრების ართროზს, სპორტსმენები – უფრო მსხვილ დაზიანებებს.
უფრო ხშირად ეს დაავადება აზიანებს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებს. თავდაპირველად, ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ყრუ ტკივილი, რომელიც დაავადებულ სახსარზე დატვირთვისას წარმოიშვება. ცოტა მოგვიანებით, მას ტკაცუნი ემატება და უსიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც გადამეტცივების დროს „სახსრების ტეხამდეც“ აღწევს.
დაავადების გამწვავებაზე მიგვანიშნებს შესამჩნევი შეშუპება და ტკივილის გაძლიერება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ართროზს ყოველთვის ყრუ ტკივილი ახასიათებს, მკვეთრი შეგრძნებები არ უნდა გქონდეთ.
სამწუხაროდ, ყველა არ მიმართავს ექიმს დროულად, მიუშვებენ დაავადებას, და რაც მეტად უარესია – თვითმკურნალობას ეწევიან. შედეგად, სერიოზულ გართულებებს ვიღებთ, რომლებიც სახსრების სრულ დაშლამდეც მიდის.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მარტივი წესი: იგრძენით ყრუ ტკივილი, მოგესმათ ტკაცუნი ან შეამჩნიეთ შეშუპება – დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ექიმთან!
გამოკვლევისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმი დანიშნავს კომპლექსურ მკურნალობას. უპირველესყოვლისა, ის განუმარტავს პაციენტს, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას პროვოცირებადი ფაქტორები, რომლებიც სახსრებზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენენ. შემდეგ ის ირჩევს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, ნიშნავს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს და სანატორიულ-საკურორტო მკურნალობას.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეპარატებია – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა მათ ძალიან ბევრი, არც ისე სასიამოვნო, გვერდითი ეფექტი და უკუჩვენება გააჩნია. სწორედ ამიტომ უფრო და უფრო ხშირად სპეციალისტები გვირჩევენ ადგილობრივ მკურნალობას მალამოების და გელების გამოყენებით. მაგალითად, გველგესლას შხამის საფუძველზე დამზადებული მალამო „ვიპროსალი B®“ ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს ქსოვილების სისხლით მომარაგებას და კვებას. მალამოს გამოიყენება ძალიან მარტივია – პრეპარატის 1 ან 2 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ იდება დაავადებულ სახსარზე და ფრთხილად შეიზილება კანში. მწვავე ტკივილის შემთხვევაში, დასაშვებია პრეპარატის დღეში ორჯერ გამოყენება.
ართროზის მაღალი გავრცელების გამო თითოეული ჩვენგანი ვალდებულია იცოდეს მისი სიმპტომები, რათა დროულად მიმართოს ექიმს და მიიღოს კვალიფიციური დახმარება.